ხარისხის მართვის სპეციალისტი
თბილისი, ბათუმი
  • სრული განაკვეთი
09 იან - 29 იან
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

“მაგნიტი“ ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ესქკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

თანამშრომლებს ვთავაზობთ კონკურენტუნარიან  ანაზღაურებას სხვადასხვა პოზიციებზე.

ამ დროის მონაცემებით, „მაგნიტს“ 280-მდე ფილიალი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.  

მაგნიტი სთავაზობს  ვაკანსიას  სხვადასახვა პოზიციაზე გაზრდილი ანაზღაურებით.

 

შპს „რითეილ ჯგუფი“ სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“  აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.



ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიაში დანერგილი სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტების დაცვა, შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  •  ობიექტზე ჰიგიენური ნორმების აუდიტი და ზედამხედველობა; (მათ შორის სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოების ზედამხედველობა მარკეტებსა და წარმოების ხაზებში);
  •  პროდუქტის ხარისხისა და უვნებლობის პარამეტრების მუდმივი კონტროლი,  მომხდარი ხარვეზების იდენტიფიცირება, დოკუმენტირება და შემდგომი მეთვალყურეობა მათ აღმოფხვრამდე;
  • წარმოების პროცესებისა და წარმოებული პროდუქციის სტანდარტულიდან გადახრის დროული იდენტიფიცირება და მყისიერი რეაგირება ხარვეზის გამოსწორების, აღმოფხვრის, განმეორების პრევენციის მიზნით;
  •  წარმოებული პროდუქციის ყოველი პარტიიდან ნიმუშების აღება დადგენილი წესის შესაბამისად;
  •  გაწერილი გრაფიკის შესაბამისად ნიმუშების მომზადება აკრედიტირებული ლაბორატორიული კვლევისთვის.
  •  შემოსული ხორც-პროდუქტების, ზღვის პროდუქტების, ფრინველის ხორცისა და სხვა ნედლეულის ვეტ-სან ექსპერტიზის დოკუმენტის შემოწმება;
  • ობიექტზე არსებული სამაცივრე სისტემის, (მაცივრების) სანიტარულ-ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
  •  შრომის უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური წესების  დაცვა;
  •  პროდუქციის მარაგების პროგრამული კონტროლი



პიროვნული უნარ-ჩვევები:

  •  ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
  •  მოწესრიგებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  ანალიტიკური აზროვნება;
  •  დროის მართვის და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
  •  ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;

 


სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორია  ბათუმი; სოფ. ნატახტარი
სამუშაო განაკვეთი: სრული
 

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე:  hr@magniti.ge;  და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
     CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს „რითეილ ჯგუფმა“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

                     

„მაგნიტი“  გისურვებთ წარმატებას!

წარმოება/ოპერაციები
ხარისხის კონტროლი