დიასახლისი/დამლაგებელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
09 იან - 29 იან
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

“მაგნიტი“ ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ესქკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

თანამშრომლებს ვთავაზობთ კონკურენტუნარიან  ანაზღაურებას სხვადასხვა პოზიციებზე.

ამ დროის მონაცემებით, „მაგნიტს“ 280-მდე ფილიალი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.  

მაგნიტი სთავაზობს  ვაკანსიას  სხვადასახვა პოზიციაზე გაზრდილი ანაზღაურებით.

შპს „რითეილ ჯგუფი“ სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“  დასაქმების მსურველებს იწვევს დიასახლისის (დამლაგებლის) პოზიციაზე სამუშაოდ!
 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სისუფთავისა და ჰიგიენის რეგულარული კონტროლი;
  • საოფისე/საწარმოო/სასაწყობე ინვენტარის წმენდა და დასუფთავება მიღებული სტანდარტების შესაბამისად;
  • დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა; სხვადასხვა დანადგარების ზედაპირების წმენდა;
  • გენერალური დასუფთავების უზრუნველყოფა მენეჯერთან შეთანხმებით.
  • საჭიროებიდან გამომდინარე უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).


საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ყურადღებიანი და მობილიზებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

 

პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორია
  • სამუშაო განაკვეთი: სრული

 

 

ან :  თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე:  hr@magniti.ge;  და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ან: დაინტერესებულმა პირებმა CV გადმოგვიგზავნეთ მისამართზე hr@magniti.ge და
subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს „რითეილ ჯგუფმა“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

„მაგნიტი“  გისურვებთ წარმატებას!

ადმინისტრაცია
დიასახლისი
დასუფთავება
დამლაგებელი