სექციის/კატეგორიის გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • რუსული
07 იან - 27 იან
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. 2015 წლის 23 მაისს შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგ“-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი ,,დომინო“, რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ის ტერიტორიაზე, ხოლო რიგით მეორე ჰიპერმარკეტი გაიხსნა 2021 წელს დიღმის ტერიტორიაზე.

 

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას სექციის/კატეგორიის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები: 

  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, სამუშაო გეგმის შედგენა და მათ მიერ განხორციელებული გაყიდვების და მომსახურების პროცესის მონიტორინგი; 
  • დაქვემდებარებული პერსონალის დავალებათა შესრულების კონტროლი, შესრულების ხარისხის შეფასება; 
  • დაქვემდებარებული პერსონალის სამოტივაციო  სისტემის შექმნაში მონაწილეობის მიღება; 
  • სექციის გაყიდვების გეგმის შესრულების მონიტორინგი; 
  • ფასების კორექტირება, აქციების და ფასდაკლებების განხორციელება; 
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკება და  მათთან კომერციული პირობების შეთანხმება; 
  • პროდუქციის ნაირსახეობის მატებაზე ზრუნვა; 
  • მაღაზიის დირექტორის სხვა დავალებების შესრულება; 

  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • გაყიდვების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (საცალო/პირდაპირ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); 
  • რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა; 
  • 1C ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 

 
 
 
პიროვნული თვისებები: 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • შედეგებზე ორიენტირებულობა; 
  • სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი; 

 

 

პირობები: 

  • სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა
  • სამუშაო საათები: 09:00-19:00 სთ
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე 
  • საბონუსე სისტემა 

  

 

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

 

გისურვებთ წარმატებებს !

 

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი,
კატეგორიის მენეჯერი