კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • დოქტორი
29 დეკ - 27 იან
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ

კავკასიის  საერთაშორისო  უნივერსიტეტი აცხადებს  კონკურსს  აკადემიურ  თანამდებობათა  დასაკავებლად

ფართო სფერო -  ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი

ვიწრო სფერო - ბიზნესი და ადმინისტრირება

 პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია.

ფართო სფერო -  ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი

ვიწრო სფერო -  სამართალი

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 9 ვაკანსია;

ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია.

ფართო სფერო - სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია

სწავლის სფერო - ეკონომიკა

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია.

ფართო სფერო - სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია

სწავლის სფერო - საერთაშორისო ურთიერთობები

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია.

ფართო სფერო - სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია

სწავლის სფერო - ჟურნალისტიკა

 პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია;

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია.

ფართო სფერო - მომსახურებები

სწავლის სფერო - ტურიზმი

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია.

ფართო სფერო - მომსახურებები

დეტალური სფერო - სასტუმრო, რესტორანი და კვება

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია.

კონკურსი ცხადდება 2021  წლის 29 დეკემბრიდან

აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა  2022  წლის  31 იანვრიდან 2022 წლის  03

თებერვლის   ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ  კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი

დოკუმენტები:

  •  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სწავლის სფეროსა  და აკადემიური თანამდებობის მითითებით;
  •  ავტობიოგრაფია (CV);
  •  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  •  ერთი ფოტოსურათი;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად   დამოწმებული ასლი;
  • უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
  •  სამეცნიერო–პედაგოგიური  მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
  •  ინფორმაცია ბოლო 5  წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
  •  საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა თუ თრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა და  თრენინგებში მონაწილეობა);
  •  სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში.
  •  ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.

   პროფესორის  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  საჭიროა:

  • დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში, შესაბამის სპეციალობაში /დარგში  გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების  ჩამონათვალი ჟურნალის სახელწოდებისა და ზუსტი თარიღის მითითებით (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
  • ბოლო 5  წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში,  სასერთიფიკატო კურსებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო  სტიპენდიები და გრანტები);
  • არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო  სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
  • იმ საგანმანათლებლო პროგრამის / პროგრამების განვითარების კონცეფცია, რომლის განხორციელებაში მონაწილეობის სურვილიც აქვს კონკურსანტს;
  • იმ  სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში; 
  • საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
  • თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკრეტულ ფართო /ვიწრო /დეტალურ / სწავლის სფეროში პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე კონკურსანტს;
  • თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.

ასოცირებული პროფესორის  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  საჭიროა:

  • დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში, შესაბამის სპეციალობაში /დარგში   გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
  • ბოლო 5  წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო  სტიპენდიები და გრანტები);
  • იმ  სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში; 
  • საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
  • თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკრეტულ ფართო /ვიწრო /დეტალურ / სწავლის სფეროში პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე კონკურსანტს;
  • თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.

ასისტენტ პროფესორის  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  საჭიროა:

პროფესიული  ნიშნით აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი კონკურსანტის კვალიფიკაციის  დასადასტურებლად საჭიროა:

დარგში მუშაობის პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის ფართო /ვიწრო /დეტალურ / სწავლის სფეროში არანაკლებ 5 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით.

თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს:

  • რომელსაც აქვს სხვა მომიჯნავე   ფართო /ვიწრო /დეტალურ / სწავლის სფეროში სამეცნიერო ხარისხი;
  • აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  • აქვს შრომები შესაბამის ფართო /ვიწრო /დეტალურ / სწავლის სფეროში;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა;
  • რომელიც არის შესაბამისი ფართო /ვიწრო /დეტალურ / სწავლის სფეროში სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი;
  •  რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

  • წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
  • პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ონლაინ, საჭიროების შემთხვევაში).

კონკურსის პირობები:

საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;

ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის  გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.

კონკურსის პირველი ეტაპი  ჩატარდება 2022 წლის 04 თებერვალს

კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში)  ჩატარდება 2022 წლის 05 თებერვალს;

შედეგები გამოქვეყნდება    2022 წლის  07 თებერვალს;

კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, მისამართზე.
  hr@ciu.edu.ge

ტელ.:  2 61-12-98;  2 30-86-41;  2 10-52-03  

მეცნიერება/განათლება
პროფესორი,
უმაღლესი განათლება