მზარეული
თბილისი
  • სრული განაკვეთი
27 დეკ - 26 იან
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „მეგობარი“  აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

 

კომპანიის მოკლე აღწერილობა

ფუდშოპი „მეგობარი“  არის პირველი ფუდშოპი ქალაქში, რომელიც ყოველდღიურად ახლადდამზადებულ, უგემრიელეს, ქართულ და, ასევე, საერთაშორისო სამზარეულოს სთავაზობს მომხმარებლებს. ჩვენი კერძები მორგებულია თანამედროვე, დაკავებულ ცხოვრების წესზე - უსწრაფესი საუზმე/ლანჩი თან წასაღებად ან ჩვენთან მისართმევად. ჩვენი მიზანია შევცვალოთ ლანჩის კულტურა საქართველოში რასაც ვაღწევთ ტრადიციული ქართული კერძების თანამედროვეობაზე მორგებით; შედეგად კი უფრო ხელმისაწვდომს ვხდით ქართულ hidden-gem სამზარეულოს ყოველდღიურ კულტურაში. ძალიან მალე მეგობარი უკვე ქსელი იქნება, ასევე ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ კონცეფციის გატანაზე საქართველოს საზღვრებს გარეთ. ამიტომ, ჩვენთან დიდი ზრდის პერსპექტივაა.                                                                                                                                                                                                                                                                  

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • ჩვენთან მზარეულის ძირითადი მოვალეობაა შექმნას ქართული ნაწარმი, რომელიც არის განსხვავებული და საინტერესო. რადგან ჩვენი კონცეფცია სწრაფ კვებას მოიცავს, ვეძებთ ადამიანს, ვინც სწრაფად აითვისებს დაამუშავებს და შექმნის ჩვენს მენიუში არსებულ ქართულ თუ საერთაშორისო კერძებს. ჩვენი მეგობრული გუნდი ელოდება ადამიანს, რომელსაც არ ეზარება მუშაობა და აქვს სულ მცირე გამოცდილება მაინც სამზარეულოსთან მიმართებაში, ასევე მოტივირებულია წინსვლაზე და აქვს დიდი მიზნები კულინარიაში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში მუშაობამ, გამოგვიგვზავნე შენი ფოტოსურათიანი CV შემეგ e-mail-ზე: info@megobari.co.uk სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მზარეული, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება

 

გისურვებთ წარმატებებს! – „მეგობარი“-ს გუნდი

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მზარეული