დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 800
  • ერთ წელზე ნაკლები
27 დეკ - 26 იან
ექსკლუზივი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTEL TBILISI" აცხადებს ვაკანსიებს, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის (ქალბატონი/მამაკაცი) პოზიციებზე.

"IOTA" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურეობას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროს ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა
  • სასტუმროს ტერიტორიის დასუფთავება, კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით
  • კომპლექსის სრული ტერიტორიის სისუფთავის მუდმივი უზრუნველყოფა
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
  • კომპანიაში შემუშავებული, კოვიდპანდემიის პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვა.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • სავალდებულოა მინიმუმ 0-1 წლიანი გამოცდილება დასუფთავების მიმართულებით
  • უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით ანალოგიურ პოზიციაზე
  • პრიორიტეტად ჩაითვლება რუსული და ინგლისური ენების ელემენტარულ, საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • თბილ და მეგობრულ გარემოს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კვებით უზრუნველყოფას
  • კონკურენტუნარიან  ანაზღაურებას.

 

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: 800 ლარი
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10

 

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე:  hr.iotahotels@gmail.com  და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

 

"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!

დასუფთავება
დამლაგებელი