კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • რუსული,ინგლისური
11 იან - 26 იან
ექსკლუზივი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს “დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვეო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც უკვე 17 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე როგორც საცალო, ასევე, კორპორატიული დაზღვევის სეგმენტში.

"ირაო" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 100%-ით ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია.

დღესდღეობით, ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს, რომელიც თბილისსა და რეგიონებში არსებულ ოფისებში არიან დასაქმებული.

 

სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ აცხადებს ვაკანსიას

თანამდებობა: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

ადგილმდებარეობა: თბილისი 0160, ბოჭორიშვილის ქ. 88/15

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 15 იანვარი, 2022 წელი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის სადაზღვევო პროდუქტების შესწავლა;
  • ახალი კლიენტების მოძიება, მათთან კონტაქტის დამყარება და სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება;
  • განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
  • არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, კორპორატიული ან SME მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

 

პოზიციის პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი- კვირაში 5 დღე, 40 სამუშაო საათი,
  • ხელფასი ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსი;
  • ბენეფიტები- ჯანმრთელობის დაზღვევა 6 თვიანი საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ, მზარდი ფიქსირებული ხელფასი.

 

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: CV@irao.ge ან დარეგიტრირდით ჩვენს საიტზე https://irao.ge/ka/career

გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

სს “დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაზღვევა
კორპორაციული გაყიდვები (დაზღვევა)