შრომის უსაფრთხოების ოფიცერი
ფოთი, სენაკი
  • სრული განაკვეთი
21 დეკ - დღეს
ექსკლუზივი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების ოფიცერის პოზიციაზე.

 

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს. 

 

კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge

 

ჩვენ გთავაზოვბთ:

  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
  • პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
  • კონკურენტულ სამუშაო პირობებს

 

ვაკანსიის დასახელება: შრომის უსაფრთხოების ოფიცერი

სამუშაო ადგილი: ფოთი/სენაკი

სამუშაო განაკვეთი: სრული

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია სამშენებლო პროექტზე მუშაობის და შრომის უსაფრთხოების კუთხით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესების, პროცედურებისა და კანონმდებლობის ცოდნა;
  • სასურველია ჰქონდეს შრომის უსაფრთხოების ოფიცრის აკრედიტაცია (შესაბამისი გამოცდის დამადასტურებელი დოკუმენტი);

 

 

მოვალეობები:

  • პროექტის შრომის  უსაფრთხოების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • ობიექტზე შრომის უსაფრთხოების სისტემის და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო პროცედურის დაცულობის უზრუნველყობა;
  • მუშახელის ყოველდღიური ტრეინინგი უსაფრთხოების ნორმებსა და პროცედურებთან დაკავშირებით;
  • სამშენებლო პროექტის რეგულარული ინსპექტირება;
  • დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების გატარება;
  • პროექტთან დაკავშირებული უსაფრთხოების დოკუმენტაციის მართვა;
  • მაქსიმალური კონტროლი იმ პროცესების რომლებიც მოიცავს განსაკუთრებით სახიფათო მოქმედებიბს შესრულებას (სიმაღლეზე მოქმედება, შეზღუდულ სივრცეში მოქმედება, სახიფათო დანადგარებთან მუშაობა, ელექტრო ხელსაწყოების გამოყენება და ა.შ. ).

 

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

  • ორგანიზებული, ენერგიული, მოტივირებული, დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი;
  • მოლაპარაკების პროცესის  სრული მართვის უნარი;

 

თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2022 წლის 20 იანვრის ჩათვლით ელ.მისამართზე: vacancy@primeconcrete.ge . სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.

 

ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი