ადგილობრივი და საერთაშორისო ციფრული კომუნიკაციის განყოფილების უფროსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • რუსული,ინგლისური
01 დეკ - 11 დეკ
პრიოსტარტი
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

„ევექსის ჰოსპიტლები“  აცხადებს  ადგილობრივი და საერთაშორისო ციფრული კომუნიკაციის განყოფილების უფროსის ვაკანსიას თბილისში

 

„ევექსის ჰოსპიტლები“  ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათავო ოფისი

სამუშაო გრაფიკი:  8 საათიანი 5 სამუშაო დღე

 

 

 ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიისა და მარკეტინგის მიმართულების ძირითადი ბიზნეს ამოცანების მიხედვით ადგილობრივი და საერთაშორისო ციფრული კომუნიკაციის განყოფილების სტრატეგიის შემუშავება;
  • კომპანიის ციფრული არხების მართვის გეგმის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი;
  • კომპანიის ახალი ციფრული არხების ინიცირება, პროცესის დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ციფრული კომუნიკაციის განყოფილების პროექტებისა და კამპანიების მართვა:
  • პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობა ციფრული პროდუქტების / სარეკლამო სტრატეგიის შექმნის პროცესში;
  • სფეროში არსებული სიახლეების, ტრენდების მეთვალყურეობა და სტრატეგიულ პროექტებში გამოყენება;
  • გუნდის ეფექტური მუშაობისათვის აუცილებელი პროცედურების და გაიდლაინების განხორციელების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • ონლაინ ჩატების სტატისტიკის მონიტორინგი და ფუნქციონალის გამართვის მიზნით შესაბამისი თანამშრომლების მხარდაჭერა;
  • კომპანიის ციფრული არხების რეგულარული ანალიტიკა და რეპორტინგი;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების, მსგავს ან დაახლოებულ სპეციალობაზე);
  • აუცილებელია ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის  2-3 წლიანი გაოცდილება;
  • SEO; SMM: SEM კონტენტ და სარეკლამო სტრატეგიების, პროდუქტების ცოდნა;
  • Google ის და Facebook სტატისტიკური ანალიზის პლატფორმების ცოდნა;
  • Task Management ის სისტემების სამუშაო პროცესში დანერგვისა და ეფექტურად გამოყენების უნარი;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • ლიტერატურული ქართულით წერა, გამართული ქართულით მეტყველება;

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაო დროის მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  10 დეკემბერი, 2021

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:

ადგილობრივი და საერთაშორისო ციფრული კომუნიკაციის განყოფილების უფროსი | ევექსი (evexhospitals.ge)

„ევექსის ჰოსპიტლები“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი