საოპერაციო რისკების მართვის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
26 ნოე - 10 დეკ
პრიოსტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„ჯორჯიან ქარდი“  აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო რისკების მართვის მენეჯერის  თანამდებობაზე.

 

ძირითადი ფუნქციები:

  •   კომპანიაში სხვადასხვა მიმართულებით არსებული პროცესების შესწავლა და გაანალიზება საოპერაციო რისკების შეფასების მიზნით;
  •    ბიზნეს პროცესების კონტროლის გარემოს შეფასება, გაანალიზება და რეკომენდაციების შემუშავება
  •    ახალი პროდუქტების დანერგვასთან დაკავშირებული საოპერაციო რისკების იდენტიფიკაცია, შეფასება და ანალიზი
  •    რისკის მინიმიზაციის რეკომენდაციების შედგენა და პრეზენტაციების შემუშავება;
  •    გამოვლენილი საოპერაციო რისკების შესახებ ანალიტიკური რეპორტების წარმოება;
  •    ანგარიშგებების წარმოება;
  •   საოპერაციო რისკის წყაროს გამოვლენა, აღრიცხვა და მართვა;

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

განათლება:

  •  უმაღლესი განათლება ტექნიკური, ეკონომიკური, საბანკო ან იურიდიული მიმართულებით;

 

სამუშაო გამოცდილება:

  •   სასურველია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საფინანსო სექტორში აუდიტის, რისკების ან ანალიტიკის მიმართულებით;

 

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

  •  საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, PowerPoint);
  •  ძირითადი საბანკო პროდუქტებისა და ბიზნეს პროცესების მიმართ მაღალი ცნობადობა;
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შესრულების სიზუსტე და აკურატულობა;
  •  პრინციპულობა და კრიტიკული აზროვნება;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი და ემოციური გაწონასწორებულობა;
  •   დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • პროაქტიულად მოაზროვნე;
  •   პრობლემის იდენტიფიკაციის, ანალიზისა და გადაწყვეტილების მოძიების უნარი;
  •   ანალიტიკური აზროვნება;
  •   მონაცემების დამუშვებისა და ანალიზის უნარი;
  • კონსტრუქციული მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  •   კომუნიკაბელურობა, ვერბალური კომუნიკაციის და გამართულად წერის უნარი;

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ელექტრონული ფოსტით მისამართზე: gtjobs@gt.ge  არაუგვიანეს 2021  წლის  9 დეკემბრისა. გთხოვთ, სათაურის (‘Subject”) ველში მიუთითოთ ის თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

საბანკო
საოპერაციო რისკები,
საოპერაციო მართვა