პრისეილერი / გაყიდვების აგენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2000 - 3000+ ბონუსი
  • საშუალო განათლება
  • 1 - 2 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
  • ინგლისური,რუსული
26 ნოე - 25 დეკ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:
მისამართი: გარდაბნის რაიონი სოფელი თელეთი

შპს ინტრაკო ნუტრიშენი აცხადებს ვაკანსიას პრისეილერი / გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე თბილისში.

 

ინტრაკო ნუტრიშენი ქართულ ბაზარზე ლიდერი კომპანიაა ცხოველების საკვებისა და ვეტერინარული პროდუქტების დარგში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ასორტიმენტში შემავალი პროდუქტების სიღრმისეული ცოდნა.
  • არსებულ კონტრაგენტებთან მუდმივი კომუნიკაცია, შეკვეთების მიღება და პროდუქტებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
  • ახალი კონტრაგენტების მოძიება.
  • კორპორაციულ კლიენტებთან განსაკუთრებულად მაღალი პასუხისმგებლობითა და ინტენსივობით კომუნიკაცია.
  • დებიტორული დავალიანებების კონტროლი.
  • კონკურენტი კომპანიების პროდუქტების მახასიათებლებისა და ფასების შესწავლა.
  • საბოლოო მომხმარებლების მოთხოვნილებების გაანალიზება და საჭირო პროდუქტების ასორტიმენტში დამატებაზე ინიციატივის გამოჩენა.
  • პრისეილერის სამუშაო არეალი იქნება იმერეთი, სამეგრელო და გურიის მხარე.


 

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაციის უნარი სხვადასხვა ტიპის მომხმარებლებთან - დაწყებული ფერმერებიდან დამთავრებული მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებით.
  • პუნქტუალურობა და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • მომხმარებლის დარწმუნების უნარი.



მოთხოვნები:

  • B კატეგორიის მართვის მოწმობა.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
  • პრიორიტეტი მიენიჭებათ რუსული და ინგლისური ენების ცოდნას.
  • განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭებათ ვეტერინარული განათლების მქონე კანდიდატებს.
  • ასევე პრიორიტეტულია ვეტერინარულ ბიზნესში მუშაობის გამოცდილება.
  • საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევები.
  • საკუთარი ავტომობილი სამსახურეობრივი მიზნებისთვის გამოსაყენებლად. მანქანის იჯარის საკითხი განიხილება ინდივიდუალურად.   



​​პირობები:

  • ზრდისა და განვითარების საინტერესო პერსპექტივა.
  • საორიენტაციო ანაზღაურება - 2000-3000 ლარი თვეში.
  • სამუშაო დღეები - ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გადმოგზავნოთ კომპანიის ელფოსტაზე - info@intraco.ge

სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე - www.intraco.ge

გაყიდვები
გაყიდვების აგენტი