ონლაინ გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 650 - 650+ ბონუსი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
05 დეკ - 25 დეკ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო“-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. 2015 წლის 23 მაისს შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგ“-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი ,,დომინო“, რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ის ტერიტორიაზე.

ხოლო 2021 წელს იხსნება რიგით მეორე ჰიპერმარკეტი „დომინო“ დიღმის ტერიოტრიაზე

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ და კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტში ონლაინ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ვებ გვერდის მეშვეობით შემოსული შეკვეთების დამუშავება;
  • კლიენტებთან დაკავშირება შეკვეთაში არსებული ინფორმაციის გადამოწმება;
  • შეკვეთების გადახდის ვადების კონტროლი;
  • შეკვეთების საკურიერო სამსახურში გადაგზავნა;
  • კლიენტებთან დისტანციურად პროდუქციის შეთავაზება;
  • კლიენტისთვის შესყიდულ პროდუქციაზე კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი პროდუქციის შეთავაზება;
  • მომხმარებლების კონსულტაცია ონლაინ განვადების განაცხადის დისტანციურად შევსებაში;
  • საჭიროების შემთხვევაში მენეჯერის დამატებითი დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა; (MS Word, MS Excel)
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ინიციატიურობა და მოწესრიგებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

 

პირობები:

  • გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 10:00–22:00
  • სამუშაო ლოკაცია: ისთ-ფოინთი
  • ანაზღაურება: 650 ლარი + ბონუსი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური,საოჯახო)

 

 

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი