ელექტრიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
25 ნოე - 11 დეკ
პრიოსტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამედიცინო დაწესებულებაში ელექტროგაყვანილობებისა და ელექტრომოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ელექტროგაყვანილობისა და ელექტრომოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;
  • ელექტროსისტემის რეგულარული შემოწმება, გაუმართაობების აღმოფხვრა, შეკეთება-მონტაჟი;
  • ტექნიკური და სამეურნეო ხასიათის გაუმართაობაზე რეაგირება და გამოსწორება;
  • სამედიცინო ჟანგბადის მოხმარებისა და შენახვის უსაფრთხოების ტექნიკის უზრუნველყოფა;
  • შრომის, სამრეწველო-სანიტარული ნორმებისა და უსაფრთხოების მოთხოვნილი წესების დაცვა;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • ელექტროსისტემებთან მუშაობის გამოცდილება; (სასურველია მაღალ ძაბვასთან);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; (სასურველია შესაბამისი პროფესიული სერთიფიკატის ფლობა);
  • სამუშაო გამოცდილება 2 წელი;

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@urologycenter.ge და სათაურის ველში მიუთითეთ

ვაკანსიის დასახელება - „ელექტრიკოსი“, გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

ენერგეტიკა
ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)