ბუღალტერი

BDO

თარიღები: 25 ნოემ - 05 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@bdo.ge
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერი (ზოგადი)

კომპანიის დასახელება

კომპანია ბიდიო აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულებაში  

 

 „ბიდიო” არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 167 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

 

BDO-ს გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე ბიდიო აკადემიის ტრენინგებით.

 

ადგილმდებარეობა: ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

ვაკანსიის დასახელება: ბუღალტერი

სამუშაო საათები:  სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი

 


 

აღწერა

 

ფუნქცია/მოვალეობები:

  • პირველადი დოკუმენტაციის მონიტორინგი და შეგროვება
  • ბუღალტრული აღრიცხვის  წარმოება
  • ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება
  • პირველადი საბუღალტრო საბუთების გამოწერა
  • სტატისტიკის დეპარტამენტში შესაბამისი ფორმების შევსება
  • საბანკო გადარიცხვების წარმოება
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფესიული დავალებების შესრულება

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
  • ბუღალტრად მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება
  • სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება, სასურველია პროგრამა ბალანსში
  • სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

 

 

პიროვნული თვისებები:

  • თავაზიანი და კეთილგანწყობილი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • გუნდის მართვის უნარი
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • ორგანიზებული
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი


 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან გაგვიზიაროთ Linkedin-ის პროფილი მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „ბუღალტერი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 05.12.2021

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის  აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.


მსგავსი განცხადებები
Fundraising and Partnership Consultant

ქეა კავკასია


17 ნოემ - 27 ნოემ

არანავთობპროდუქტების ოპერაციების ბუღალტერი

ლუკოილ ჯორჯია


15 ნოემ - 14 დეკ

logo

ბუღალტერთა გადამზადების პროგრამა

ფინანსური ოფისი


04 ნოემ - 03 დეკ

ბუღალტერი

ლიბრა ქონსტრაქშენი


29 ოქტ - 27 ნოემ

ბუღალტერი

ბლექსი დისთრიბუშენი


29 ოქტ - 27 ნოემ

ბუღალტერი

ფინანსური ოფისი


04 ნოემ - 03 დეკ

ბუღალტერი

Tbilisi Business House


05 ნოემ - 04 დეკ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV