VIP კლიენტების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
25 ნოე - 25 დეკ
ექსკლუზივი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ფარმაცევტული კომპანია “არტფარმა“ აცხადებს ვაკანსიას VIP კლიენტების მენეჯერის თანამდებობაზე (KAM).

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ევროპულ ფარმაცევტულ კომპანიაში მსგავს თანამდებობაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე სავალდებულოა;
  •  ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა სავალდებულოა.

 

პიროვნული უნარები:

  • ლიდერული თვისებები;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; გამართული მეტყველება;
  • პრეზენტაბელურობა,
  • კომუნიკაბელურობა;
  • პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა; პროექტის მართვის უნარი;
  • სტრატეგიული ხედვა , დაგეგმვის ანალიზის უნარი;
  • სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  • პროექტებისა და ჩაბარებული აქტივობების მართვა და განხორციელება;
  • კომპანიის OPL-თან და ვიპ კლიენტებთან ურთიერთობა და მათთან სავიზიტო აქტივობა;
  • პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდებისა და სემინარების ორგანიზება & ჩატარება;
  • კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება;
  • გაყიდვების სტიმულირებისათვის საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავება;
  • ბაზარზე პროდუქტის ცნობადობის და პროდუქტზე მოთხოვნის ზრდის უზრუნველყოფა; პროდუქტის დანერგვა/განვითარება;
  • საკომუნიკაციო არხების მონიტორინგი და მათი ეფექტური გამოყენების კონტროლი.
  • მონაწილეობა მარკეტინგული ინსტრუმენტების შემუშავება & დანერგვაში.

 

ჩვენგ თავაზობთ:

  • მაღალ და მზარდ ანაზღაურებას,
  • ბონუსურ სისტემას,
  • სოციალურ პაკეტს - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა, სატრანსპორტო ხარჯები და სხვა.
  • სტაბილურ და მუშა გარემოს,
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

 

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები. განიხილებიან მხოლოდ კანდიდატები ფარმაცევტული სფეროდან.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს http://artpharma.ge/ და https://www.facebook.com/artpharma.ge/

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით (ფოტო-სურათის გარეშე CV არ განიხილება), ელექტრონულ მისამართზე vacancy@artpharma.ge გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაყიდვები
კლიენტების მომსახურების მენეჯერი,
საცალო კლიენტთა მომსახურება
სამედიცინო
ფარმაცია