მიმტანი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური
29 ნოე - 24 დეკ
პრიოსტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„მონოგრაფი თავისუფლების მოედანზე“ არის ახლად გახსნილი დიზაინ სასტუმრო. ეს არის ხელოვნების, კულტურისა და ისტორიის ადგილი, რომელიც წარმოადგენს მე-18 საუკუნეში აშენებულ ისტორიულ შენობას, მრავალფეროვანი პანორამული ხედებით ყველაზე შთამბეჭდავ და ისტორიულად მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობებზე. სასტუმრო მონოგრაფი გთავაზობთ: 36 ექსკლუზიურ და დახვეწილ ოთახს, Sominee - ქართული, „Fine Dining“ რესტორანი, Nomura - იაპონური რესტორანი, The Monograph’s Terrace - ინტერნაციონალური სამზარეულო.

სასტუმრო „მონოგრაფი“ აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მოამზადოს რესტორნის ტერიტორია სტუმრების მისაღებად. დარწმუნდეს, რომ მაგიდები გაწყობილია;
  • სტანდარტების მაქსიმალური დაცვით მოემსახუროს სტუმრებს;
  • გაწეული მომსახურების შემდეგ გადაამოწმოს სტუმრის აზრი და გაითვალისწინოს მიღებული კომენტარები;
  • სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძებისა და სასმელების შეთავაზება

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში (ჩაითვლება უპირატესობად);
  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
  • სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 24 დეკემბრამდე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@monographtbilisi.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიცია.

გისურვებთ წარმატებებს!

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმტანი