მაღაზიის ადმინისტრატორი ყვარელში
ყვარელი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
24 ნოე - 24 დეკ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

 შპს „სან სთორზი“-  საქართველოში ,,გალფ ოილ ინტერნეშენალის“  ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანიის შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“-ს შვილობილი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას კომპანიის ავტოგასამართ სადგურებთან არსებული მაღაზიების (მარკეტების)  ქსელში ქ. ყვარელში  მაღაზიის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

 

     ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიაში მიმდინარე ოპერაციების  ყოველდღიური აღრიცხვა,  კოორდინაცია და კონტროლი;
  • მაღაზიის თანამშრომელთა მართვა, კონტროლი, დახმარება;
  • მაღაზიის ნაშთების კონტროლი;
  • ვადების კონტროლი და პროდუქციის როტაცია;
  • პროდუქციის დროული და რაოდენობრივად მართებული შეკვეთების მომზადება;
  • ახალი პროდუქტის შემოსავალში აყვანა, დასაწყობება, თაროებზე განლაგება;
  • გაყიდვების ანალიზი პროდუქტების მიხედვით;
  • რეკომენდაციები პრომო აქციებითა და  სხვა სახის საქმიანობით გაყიდვების გასაზრდელად;
  • თანამშრომელთა ტრეინინგი გაყიდვების გაზრდისა და მომსახურების გასაუმჯობესებლად;
  • მაღაზიაში დამატებითი მომსახურების საკითხების შესწავლა და რეკომენდაციები;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • გუნდის მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელური;
  • გაწონასწორებული, თავაზიანი;
  • შრომისმოყვარე და ენერგიული;
  • მოტივირებული და ორგანიზებული;
  • დისციპლინირებული;
  • პასუხისმგებლობის მქონე;

 

დაინტერესებული პირები გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე: career@gulf.ge  

 

შპს „სან სთორზის“ მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს „სან სთორზი“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ამასთან, ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია შპს „სან სთორზის“  მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;

ანიჭებთ შპს „სან სთორზს“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით**.

* გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, შპს „სან სთორზი“ თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე [CV], ასევე, თქვენს შესახებ კომპანიაში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

გაყიდვები
ფილიალების ქსელი