ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ტურიზმის მიმართულებით

თარიღები: 24 ნოემ - 23 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ელ. ფოსტა: keti.devdariani@gtuni.edu.ge
მეცნიერება/განათლება:  პროფესორი უმაღლესი განათლება

შპს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე უნდა შემუშავდეს ინგლისურენოვანი ტურიზმის საბაკალვრო პროგრამა. პროგრამის განმახორციელებელი ადამიანური რესურსის მობილიზების მიზნით 2021  წლის 24 ნოემბერს  გამოცხადდა ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) დასაკავებლად ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე ტურიზმის  მიმართულებით.

კონკურსი გამოცხადდეს:

ა) აკადემიური ნიშნით აკადემიურ თანამდებობზე

  • პროფესორის - 2 ვაკანსია
  • ასოცირებული პროფესორის - 4 ვაკანსია
  • ასისტენტ პროფესორის - 2 ვაკანსია
  • ასისტენტის - 2 ვაკანსია

ბ) პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობზე

  • ასოცირებული პროფესორის - 7 ვაკანსია
  • ასისტენტს პროფესორის - 3 ვაკანსია
  • ასისტენტის - 3 ვაკანსია

 

  1. აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დამადასტურებელი კრიტერიუმები

ა) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
  • ადგილობრივ ან/და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში ან/და სხვა გამოცემებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
  • მოტივაცია, დასაბუთება პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად (1-2 გვერდზე Sylfaen – 12, 1,5 ინტერვალით);
  • იმ  საგანმანათლებლო  პროგრამის  განვითარების  კონცეფცია  (აღწერა),  რომლის განხორციელებაში  მონაწილეობის  სურვილიც  აქვს  კონკურსანტს  (3-4  გვერდზე Sylfaen – 12, 1,5 ინტერვალით);
  • იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
  • საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
  • ბოლო 10 წელიწადში გამოქვეყნებულ ნაშრომთა სია.

არსებობის შემთხვევაში კონკურსანტმა შეიძლება წარმოადგინოს:

  • ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან/და  ინგლისურ ენაზე სალექციო  კურსის განხორციელების დამადასტურებელი ცნობა უსდ-ში.

 

ბ) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  • მოტივაცია, დასაბუთება პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად (1-2 გვერდზე Sylfaen – 12, 1,5 ინტერვალით);
  • იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში; საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება; ბოლო 10 წელიწადში გამოქვეყნებულ ნაშრომთა სია.

არსებობის შემთხვევაში კონკურსანტმა შეიძლება წარმოადგინოს:

  • ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან/და  ინგლისურ ენაზე სალექციო  კურსის განხორციელების დამადასტურებელი ცნობა უსდ-ში.

 

გ) ასისტენტ–პროფესორის  აკადემიური  თანამდებობის  დასაკავებლად  კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • მოტივაცია, დასაბუთება პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად (1-2 გვერდზე Sylfaen – 12, 1,5 ინტერვალით);
  • იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში; საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
  • ბოლო 10 წელიწადში გამოქვეყნებულ ნაშრომთა სია.

არსებობის შემთხვევაში კონკურსანტმა შეიძლება წარმოადგინოს:

  • ბოლო   სამი   წლის   განმავლობაში   საგრანტო   პროექტებში   მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან/და  ინგლისურ ენაზე სალექციო  კურსის განხორციელების დამადასტურებელი ცნობა უსდ-ში.

 

დ) ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში  მონაწილეობისათვის აუცილებელია:

  • დოქტორის ან  მასთან  გათანაბრებული  აკადემიური  ხარისხი  ან   დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • მოტივაცია, დასაბუთება ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად (1-2 გვერდზე Sylfaen – 11, 1,5 ინტერვალით).

არსებობის შემთხვევაში კონკურსანტმა შეიძლება წარმოადგინოს:

  • ბოლო 3 წელიწადში გამოქვეყნებულ ნაშრომთა სია;
  • ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან/და  ინგლისურ ენაზე სალექციო  კურსის განხორციელების დამადასტურებელი ცნობა უსდ-ში.

 

 

  1. პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დამადასტურებელი კრიტერიუმები

ა) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

  • ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • ) არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
  • ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • ) აკადემიური საქმიანობის ხედვა.

ბ) ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

  • ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • ) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
  • ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • ) აკადემიური საქმიანობის ხედვა.

გ) ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

  • ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • ) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);

დ) პროფესიული ნიშნით აკადემიური პერსონალის დამატებითი კრიტერიუმები:

  • ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან/და  ინგლისურ ენაზე სალექციო  კურსის განხორციელების დამადასტურებელი ცნობა უსდ-ში.
  • დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები.
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა. 

 

ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური პერსონალის საკონკურსო კრიტერიუმები

1. ინგლისურენოვანი პროგრამის კონკურსისთვის, დამატებით კრიტერიუმია კონკურსანტის მიერ ენობრივი კომპეტენციის დადასტურება პროგრამის შესაბამისი კომპონენტის განხორციელების ენაში, თუკი აღნიშნული ენა კონკურსანტის მშობლიურ ენას არ წარმოადგენს

2. ინგლისური ენის კომპეტენცია კონკურსანტს დადასტურებულად ჩაეთვლება ერთ-ერთ ქვემოთ მითითებულ შემთხვევაში:

აშესაბამის ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;

შესაბამის ენაზე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის / სასწავლო კურსის სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;

 ენობრივი კომპეტენციის ფლობის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს კონკურსანტის მიერ შესაბამისი ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობას, ენობრივ კომპეტენციათა ევროპული ჩარჩოთი (CEFR) დადგენილი კომპეტენციათა აღმწერის შესაბამისად.

  • B2 დონის ენობრივი კომპეტენციის ფლობის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატად მიიჩნევა ერთ-ერთი შემდეგი:
  •   ) Cambridge English First (FCE)
  • ) BEC Vantage
  •   ) IELTS 5-6.5
  •   ) TOEFL iBT 87-109 
  •   ) Michigan ECCE
  •   ) PTE General Level 3
  •   ) PTE Academic 59-75
  •    ) Trinity ISE II 4
  • კონკურსანტის მიერ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის არ არსებობის შემთშხვევაში, კონკურსანტის ვალდებულია კომისიის წინაშე ჩაატაროს საჩვენებელი ლექცია ინგლისურ ენაზე ან ჩააბაროს ენობრივი კომპეტენციის ტესტირება  უნივერსიტეტის მიერ მომზადებული საგამოცდო ტესტის მეშვეობით. ტესტის საკითხები და კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება  უნივერსიტეტის მიერ.


 

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:       

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით;
  •  კონკურსანტის ანკეტა (CV) (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით (3X4)
  • საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი დოკუმენტაცია - კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტები, ინფორმაცია პროფესიული გამოცდილების, გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ და ა.შ;
  • დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • სილაბუს(ებ)ი.
  • ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან/და  ინგლისურ ენაზე სალექციო  კურსის განხორციელების დამადასტურებელი ცნობა უსდ-ში.
  • ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა".


 

კონკურსის ვადები

  • კონკურსი გამოცხადებულია 2021 წლის  24  ნოემბრიდან.
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 27 დეკემბრიდან  2022 წლის 10 იანვრის ჩათვლით.
  • კონკურსის პირველი ეტაპი ­ საბუთების გადარჩევა ­ ჩატარდება 2022 წლის 11-12 იანვარს.
  • კონკურსის მეორე ეტაპი ­ საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ­ ჩატარდება 2022 წლის 20-21 იანვარს (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ).
  • კონკურს გავლილ მონაწილეთა სია გამოქვეყნდება 2022 წლის 24 იანვარს.
  • სააპელაციო განაცხადები მიიღება 2022 წლის 25, 26, 27 იანვარი.
  • სააპელაციო განაცხადების განხილვა ჩატარდება 2022 წლის 28 იანვარს.
  • კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2022 წლის 31 იანვარს. 



 

უნივერსიტეტის მისამართი: ლოტკინი, სამღერეთის ქ.5

 

საჭირო დოკუმენტაცია გამოგზავნონ მითითებულ ელ. ფოსტაზე: keti.devdariani@gtuni.edu.ge

 

სრული ინფორმაცია იხილონ უნივერსიტეტის ვებ გვერდზე: www.gttu.edu.ge


მსგავსი განცხადებები
Academic Contest in American Studies

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი


18 ნოემ - 17 დეკ

Academic Contest in Marketing

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი


18 ნოემ - 17 დეკ

აკადემიური კონკურსი ამერიკისმცოდნეობის მიმართულებით

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი


18 ნოემ - 17 დეკ

აკადემიური კონკურსი კერძო სამართლის მიმართულებით

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი


01 დეკ - 30 დეკ

აკადემიური კონკურსი კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი


01 დეკ - 30 დეკ

აკადემიური კონკურსი მარკეტინგის მიმართულებით

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი


18 ნოემ - 17 დეკ

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

თბილისის თავისუფალი აკადემია


15 ნოემ - 14 დეკ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV