ექსტერიერის 3D ვიზუალიზაციის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
04 დეკ - 21 დეკ
პრიოსტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 32 2 04 20 20
მისამართი: შ. ნუცუბიძის ქ. N 201

არქიტექტურული კომპანია "არქ არეა" წარმოადგენს არქიტექტურული პრაქტიკის მქონდე სტუდიას, რომლის პორტფოლიოც ითვლის მრავალი სხვადასხვა მასშტაბისა და ფუნქციის პროექტს.

კომპანია "არქ არეა"-ს ესაჭიროება დაინტერესებული და მოტივირებული კანდიდატები ექსტერიერის 3D ვიზუალიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ საინტერესო სამუშაო გარემოს, სხვადასხვა მასშტაბისა და ფუნქციის მქონე პროექტებზე მუშაობას და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

ძირითადი მოვალეობები:

  • ინტერიერის დიზაინი;
  • ავეჯის დიზაინი;
  • 3D ვიზუალიზაცია;
  • მიმდინარე პროექტებში სხვადასხვა განვითარების ეტაპზე ჩართვა;
  • პროექტის ფარგლებში ინფორმაციის კოორდინაცია;

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (არქიტექტურის/დიზაინის ან ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტი);
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (ArchiCAD ან AutoCAD, Adobe Photoshop, Corel Draw, 3D Max);
  • კრეატილუობა;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

 

პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებული
  • პუნქტუალური
  • დისციპლინირებული
  • კომუნიკაბელური
  • კომფორტული როგორც გუნდურ ასევეინდივიდუალურ მუშაობასთან
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • ინიციატორი
  • როგორც პიროვნულ, ასევე კომპანიის განვითარებაზე მომართული
  • შედეგებსა და ხარისხზე ორიენტირებული დროის მენეჯმენტის უნარით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV, პორტფოლიოსთან (აუცილებელია!) ერთად ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: info@archarea.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება).

მისამართი: ქ. თბილისი, შ. ნუცუბიძის #201
ტელ: +995 32 2 04 20 20

სამშენებლო, უძრავი ქონება
კომპიუტერული გრაფიკა/CAD
ხელოვნება/მედია
გრაფიკული დიზაინი
მსგავსი განცხადებები
თბილისი, ბათუმი, სხვა, საზღვარგარეთ