გაყიდვების სამსახურის სტაჟიორი
თბილისი
  • სტაჟირება
  • ინგლისური,რუსული
24 ნოე - 09 დეკ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

Setanta Sports არის ციფრული გამოწერითი სერვისი, რომელიც ორიენტირებულია სპორტის გულშემატკივრებისთვის ექსკლუზიური და მრავალფეროვანი სპორტული კონტენტის მიწოდებაზე. Setanta Sports – ი მომხმარებლებს 13 ქვეყანაში სთავაზობს წვდომას ვიდეოების ვრცელ ბიბლიოთეკაზე და LIVE ტრანსლაციების ფართო სპექტრზე, მათ შორის უმნიშვნელოვანესი სპორტული შეჯიბრებების Live სტრიმებზე.

ჩვენი გუნდი იზრდება, სწორედ ამიტომ კომპანიის მრავალფეროვანი და ამბიციური გეგმების განსახორციელებლად, ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან განსხვავებული და საინტერესო გამოცდილებებისთვის

 

Setantasports - ის გაყიდვების დეპარტამენტისთვის ვეძებთ გუნდის ახალ წევრს:

 

პოზიციის დასახელება: გაყიდვების სამსახურის სტაჟიორი

სამუშაო განაკვეთი: სრული

ლოკაცია: Stamba, M.Kostava 14

დასაქმების ხანგრძლივობა: 6 თვე  - ანაზღაურებადი ( დასაქმების პერსპექტივით)

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 11:00-19:00

 

 

ძირითადი ფუნქციები:

  • სამიზნე ბაზრის ანალიზი;
  • პოტენციური პარტნიორების მოძიება;
  • გაყიდვების გეგმის სტრატეგიის შემუშავება;
  • პრეზენტაციის მომზადება სხვადასხვა დეპარტამენტებთან საკომუნიკაციოდ;
  • პროდუქციის პრეზენტაცია პოტენციურ პარტნიორებთან;
  • ტენდენციების და კონკურენტების კვლევა;
  • გაყიდვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა, დეპარტამენტის ჭრილში.
     

პოზიციისთვის საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - სასურველია
  • რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა აუცილენელია;
  • MS Excel ისა და PowerPoint-ის  მაღალ დონეზე ფლობა;
  • დროის მენეჯმენტის უნარი;
  • გუნდუდარ და ინვდივიდუალურად მუშაობის უნარი;

 

 

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გამოგვიგზავნეთ რეზიუმეები ელ.ფოსტაზე: career@adjara.com

სათაურის ველში მიუთითეთ „გაყიდვების სტაჟიორი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 8 დეკემბერი , 2021.

 

შპს „აჭარა.ქომ“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

შპს „აჭარა.ქომ“-ში თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „აჭარა.ქომ“-ის მხრიდან შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შპს „აჭარა.ქომ“-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

თქვენი პერსონალური მონაცემების შპს „აჭარა.ქომ“-ისთვის გაგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს „აჭარა.ქომ“-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადით.

თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს „აჭარა.ქომ“-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@adjara.com

გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი)