გარემოს დაცვის სპეციალისტი რუსთავში

თარიღები: 24 ნოემ - 19 დეკ
მდებარეობა: რუსთავი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@heidelbergcement.ge
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება:  გარემოს დაცვის სპეციალისტი

თუ გაქვს გამოცდილება გარემოს დაცვის მიმართულებით, ხარ პასუხისმგებლობის მქონე და ორგანიზებული, თუ გსურს შეუერთდე საერთაშორისო გუნდს და მიიღო გამოწვევებით სავსე სამუშაო, თუ მზად ხარ პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის, მაშინ ჩვენი გუნდის „გარემოს დაცვის სპეციალისტის“ ვაკანსია არის შესაძლებლობა შემოგვიერთდე და იზრუნო გარემოზე, განვითარდე ჩვენთან ერთად და მონაწილეობა მიიღო გარემოსდაცვით სხვადასხვა ღონისძიებასა და პროექტში.

ჩვენ ვართ საერთაშორისო კომპანია მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით, ჩვენ ხელს ვუწყობთ ჩვენს კარიერებზე ეკოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. ყოველწლიურად ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს ამ მიმართულებით, მათ შორისაა კომპანიის უნიკალური პროექტი: Quarry Life Award - შექმნილი ეკოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ხელშესაწყობად, რომელიც მსოფლიოს 21 ქვეყანაში ხორციელდება სხვადასხვა პერიოდულობით. შემოგვიერთდი და დაიცავი გარემო ჩვენთან ერთად!

ადგილმდებარეობა: რუსთავი (ცემენტის ქარხანა)

სამუშაო საათები: 08:00 – 17:00

სამუშაოს დაწყების თარიღი: 2022 წლის 1 თებერვალი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის კარიერების გარემოსდაცვით მართვაში მონაწილეობა (ბიომრავალფეროვნების მართვის გეგმების შემუშავება/განახლება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, კარიერის თანამშრომლებისთვის და ვიზიტორებისთვის ბიომრავალფეროვნების კუთხით ცნობიერების ამაღლება).
  • ცემენტის ქარხანის საქმიანობის საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან და ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის გარემოსდაცვით რეგულაციებისა და სტანდატებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ყველა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინირება (ჰაერის დაბინძურების კონტროლი, ნარჩენების მართვა,  ბიომრავალფეროვნება და სხვ.);
  • გარემოს დაცვის მართვის სისტემის დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
  • ქარხნის პერსონალის ცნობიერების ამაღლება არსებულ გარემოსდაცვით საკითხებსა და მომავალ გამოწვევებზე;
  • გარემოსდაცვითი ჩანაწერების წარმოების კონტროლი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება გარემოს დაცვის, ეკოლოგიის ან ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით;
  • სასურველია პროფესიული გამოცდილება იგივე მიმართულებით (სავალდებულო არ არის);
  • ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

 

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება ჩვენი ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა შემდეგ მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge 

დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა:  19 დეკემბერი 2021.

გისურვებთ წარმატებას!

ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე.  კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 50 ქვეყანაშია განთავსებული, 53000 თანამშრომელია დასაქმებული.

2006 წლის ბოლოს ჰაიდელბერგცემენტმა განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ამჟამად ახორციელებს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. იგი ფლობს 2 ცემენტის, 3 აგრეგატის,  14 ბეტონის მწარმოებელ ქარხანასა და  2 ტერმინალს ქვეყნის ტერიტორიაზე. კომპანიას უკავია წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე ცემენტისა და ბეტონის წარმოების დარგში.

--------------

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"- ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართელოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად.

 


მსგავსი განცხადებები
სტაჟირება გარემოს დაცვის და CSR-ის მიმართულებით

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია


24 ნოემ - 12 დეკ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV