სტაჟირება გარემოს დაცვის და CSR-ის მიმართულებით
თბილისი
  • სტაჟირება
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
24 ნოე - 13 დეკ
ექსკლუზივი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

 

ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე.  კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 50 ქვეყანაშია განთავსებული, 53000 თანამშრომელია დასაქმებული.

 

2006 წლის ბოლოს ჰაიდელბერგცემენტმა განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო ჯგუფის  შვილობილი კომპანიაა, რომელიც ამჟამად ახორციელებს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. იგი ფლობს 2 ცემენტის, 3 აგრეგატის,  14 ბეტონის მწარმოებელ ქარხანასა და  2 ტერმინალს ქვეყნის ტერიტორიაზე. კომპანიას უკავია წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე ცემენტისა და ბეტონის წარმოების დარგში.

 

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს სტაჟირებას გარემოს დაცვის და CSR-ის მიმართულებით.

 

ძირითადი სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო საათები: შეთანხმებით

სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია (კასპი, რუსთავი, ფოთი);
  • მონაწილეობის მიღება ნარჩენების მართვაში (რუსთავის ქარხანა);
  • მონაწილეობის მიღება რუსთავის ქარხნებისთვის შესაბამისი გარემოსდაცვითი დოკუმენტის შემუშავებაში;
  • გარემოსდაცვითი კუთხით მიმდინარე პროექტებში ჩართულობა;


 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება ეკოლოგიის, გარემოსდაცვის ან ბუნებათსარგებლობის მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
  • სასურველია, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ცოდნა;
  • სასურველია, ინგლისური ენის მაღალ ცოდეზე ცოდნა;
  • სასურველია, საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია გამოცდილება/ინტერესი გეოგრაფიულ ინფორმაციულ სისტემებში (GIS);

 

სტაჟირება ანაზღაურებადია!

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა)  გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სტაჟირება გარემოს დაცვის მიმართულებით;

 

დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 12 დეკემბერი, 2021.

 

გისურვებთ წარმატებას!

 

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"- ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართელოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად.

ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება
გარემოს დაცვის სპეციალისტი