მრავალპროფილური სალონის ადმინისტრატორი ბათუმში
ბათუმი
  • ნახევარი განაკვეთი
  • ერთ წელზე ნაკლები
  • ინგლისური,რუსული
24 ნოე - 11 დეკ
პრიოსტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

Beauty Lab _ სილამაზის ლაბორატორია არის მრავალპროფილური ესთეტიკური ცენტრი ბათუმსა და ფოთში, რომელიც აერთიენებს ლაზერული ეპილაციისა და კოსმეტოლოგიის კაბინეტს, სილამაზის სალონისა და ბარბერ შოფის ყველა მიმართულებასთან.

ბათუმის ფილიალისთვის ვეძებთ ენერგიულ ადმინისტრატორს, რომელიც პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად შეეცდება თითოეულ მომხმარებელზე გამორჩეული შთაბეჭდილების დატოვებას მომსახურებისა და კომუნიკაციის უმაღლესი დონით.



ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ჩაწერების მართვა და ოპტიმალურად გადანაწილება შესაბამის პროგრამაში;
  • ზარების მიღება და მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება სერვისების შესახებ;
  • მომხმარებლის თავაზიანად დახვედრა, ანგარიშსწორების უზრუნველყოფა და სალაროს მართვა;
  • მარაგების პერიოდული აღწერა და კონტროლი;
  • გასაყიდი პროდუქციისა და დახლების სუფთა, მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა;
  • ძირითადი სივრცის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;




აუცილებელი მოთხოვნები:

  • MS Excel-ში მუშაობის საბაზისო გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია გამოცდილება მომსახურების სფეროში;
  • პიროვნული თვისებები: შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;




 დაინტერესების შემთხვევაში,გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოაგზავნეთ მისამართზე: beautylab.batumi@gmail.com

ადმინისტრაცია
ადმინისტრატორი