ოფისის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
24 ნოე - 24 დეკ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" მარტივად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა.

 

"უნისონი" თანამშრომლობს დასავლეთის ქვეყნებისა და ლონდონის „A“ კატეგორიის საერთაშორისო გადამზღვევ უმსხვილეს კომპანიებთან და მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო მომსახურების ფართო სპექტრს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისათვის.

 

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე ვუზრუნველყოთ ჩვენი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე, დავიცვათ ბიზნესი ზედმეტი რისკებისგან, ხელი შევუწყოთ თითოეული კლიენტის კეთილდღეობას. ამ მისიას "უნისონი" წარმატებით ახორციელებს პროფესიონალი გუნდის დახმარებით, რომელთაც სადაზღვევო სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ.

ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და გთავაზობთ გარემოს, სადაც ეს მიზანი მიღწევადია.

 

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ოფისის მენეჯერის პოზიციაზე

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კორესპონდენციის წარმოება;
  • ფოსტის მიღება-გაგზავნა;
  • ყოველდღიურ დოკუმენტაციასთან მუშაობა, საქმის წარმოება;
  • საორგანიზაციო სხვადასხვა საკითხის მოგვარება, შეხვედრების ორგანიზება;
  • ოფისის სამეურნეო/ტექნიკური საჭიროებების განსაზღვრა;
  • პრობლემის დაიდენტიფიცირება და გადაჭრა;
  • სტუმრების მიღება, დახვედრა და გამასპინძლება.

 

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ენერგიული, პუნქტუალური, ორგანიზებული, კომუნიკაბელური;
  • პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ პროფესიული რეზიუმე (CV) იმეილზე:  vacancy@unison.ge  და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიისა და ქალაქის დასახელება.

 

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

 

„უნისონი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ

 

გაცნობებთ, რომ სს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“, ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს კანდიდატების პერსონალური მონაცემის დამუშავებას „პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით კანდიდატი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი  ცვლილება ან წაშლა.

ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი
თბილისი