სწრაფი რეაგირების ჯგუფის /114-ის ზეინკალი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • პროფესიული კოლეჯი
  • მართვის მოწმობაB
24 ნოე - 24 დეკ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

 

შპს " თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას სწრაფი რეაგირების ჯგუფის (114) ზეინკლის  თანამდებობაზე

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროფესიული  ან/და უმაღლესი ტექნიკური განათლება;
  • მართვის მოწმობა B კატეგორია (მექანიკა);

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • შემთხვევის ადგილის დათვალიერება  სპეციალური აპარატურის გამოყენებით;
  • ავარიული სიტუაციის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება;
  • გამანაწილებელ ქსელზე გაჟონვის აღმოფხვრა;
  • გაზის მეურნეობის ტექნიკური და  სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა მკაცრი დაცვა;

 

უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

 

 

კონკურსში მონაწილეობისათვის  აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

  • რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);
  • პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • მართვის მოწმობის ასლი;

 

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეს შეფასება, გასაუბრება, ტესტირება, სტაჟირება;

 

იმის გათვალისწინებით, რომ სწრაფი რეაგირების ჯგუფის ზეინკლის სამუშაო პროცესი, ითვალისწინებს მომხმარებელთან პირდაპირ კომუნიკაციას და შემთხვევის ადგილზე ავარიული სიტუაციის მართვას, დასაქმების მსურველთა შერჩევის დროს, კომპანია გაითვალისწინებს covid-პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს, როგორც კანდიდატის, ასევე  კომპანიის თანამშრომელთა და აბონენტთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 

ჩვენ  გთავაზობთ:

  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • მეგობრულ გარემოს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

 

სამუშაო რეჟიმი: ცვლები  -  24 საათი,  სამ დღეში ერთხელ;

ანაზღაურება შეთანხმებით;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ ელ- ფოსტაზე: vacancies@te.ge ( ელ-ფოსტის "subject" ველში  აუცილებლად მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება);

რეზიუმეს  მიღების  ბოლო ვადა:  2021 წლის 24 დეკემბერი;

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალური ქსელში  - https://www.facebook.com/EnergyTbilisi/   ან ჩვენი ვებ-გვერდით -  https://www.te.ge

 

გისურვებთ წარმატებას!

 

ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
ზეინკალი