ტექნიკური შემოწმების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 750 - 750+ ბონუსი
04 დეკ - 24 დეკ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო“-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. 

2015 წელს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგ“-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი ,,დომინო“, რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ის ტერიტორიაზე.

ხოლო 2021 წელს  იხსნება რიგით მეორე ჰიპერმარკეტი „დომინო“ დიღმის ტერიოტრიაზე

 

ჰიპერმარკეტი „დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური შემოწმების სპეციალისტის პოზიციაზე დიღმის ფილიალში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • გაყიდული პროდუქციის ტექნიკური შემოწმება;
  • საგარანტიო ტალონის გამოწერა და ვადების კონტროლი;
  • მომხმარებლისათვის საგარანტიო პირობების სრულყოფილად გაცნობა;
  • დაზიანებული პროდუქციის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგარანტიო წესების ზედმიწევნით დაცვა;



თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;



პირობები:

  • გრაფიკი: 3 დღიანი სამუშაო სმენა (3 დღე მუშაობა, 3 დღე დასვენება);
  • სამუშაო საათები: 09:00-22:00;
  • ანაზღაურება : 750 ლარი+ბონუსი;
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).

 

 

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

 

ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
ხელოსანი (ზოგადი)