საწყობის მუშა ისთ ფოინთის და დიღმის ფილიალებში
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 600 - 600
04 დეკ - 24 დეკ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო“-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. 

2015 წელს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგ“-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი ,,დომინო“, რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ის ტერიტორიაზე.

ხოლო 2021 წელს  იხსნება რიგით მეორე ჰიპერმარკეტი „დომინო“ დიღმის ტერიოტრიაზე

 

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას  საწყობის მუშის პოზიციაზე ისთ ფოინთის და დიღმის ფილიალებში.




ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწყობში მოსული ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა;
  • შემოსული პროდუქციის დასაწყობება;
  • სხვა ფიზიკური სამუშაოების შესრულება, რაც დაკავშირებულია ჰიპერმარკეტის საქმიანობასთან;

         

   პიროვნული თვისებები:

  • კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

 

პირობები:

  • გრაფიკი: 3 დღიანი სმენა (3 დღე მუშაობა, 3 დღე დასვენება); 09:00-22:00
  • ხელფასი: 600 ლარი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ჰიპერმარკეტ დომინოს საინფორმაციოში არსებული განაცხადის ფორმა ან გამოაგზავნოთ თქვენი CV  მისამართზე: vacancy@domino.com.ge.

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი