მომხმარებლის საკითხის მართვის სპეციალისტი/მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
24 ნოე - 09 დეკ
პრიოსტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს „ბაზისბანკი“ აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლის საკითხის მართვის სპეციალისტის/მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

 

მოვალეობები:

  • განყოფილების სტრატეგიის დაგეგმვაში მონაწილეობა;
  • მომხმარებლის საკითხების (პრობლემა, პრეტენზია, ინციდენტი) მართვის სისტემის და ანგარიშის განვითარება;
  • მომხმარებლის საკითხების (პრობლემა, პრეტენზია, ინციდენტი) მართვის პროგრამაში სხვადასხვა არხებიდან დაფიქსირებული შემთხვევების მართვა;
  • მომხმარებლის საკითხების დაფიქსირების პროგრამის ყოველდღიური მართვა, პროგრამულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული საკითხების გამოკვლევის/მოგვარების მიზნით და სამუშაო პასუხისმგებლობის მიხედვით სხვადასხვა დეპარტამენტებთან ურთიერთობა და საკითხის გადაწყვეტის შესრულების ვადების მართვა;
  • პროგრამაში მომხმარებლის არხების თანამშრომლების მიერ არასწორად დაფიქსირებული საკითხების აღრიცხვა და ჯგუფის უშუალო ხელმძღვანელისთვის/ტრენერისთვის მიწოდება;
  • პრობლემების/პრეტენიების ძირითადი მიზეზების გამოძიება/დადგენა და ანალიტიკა;
  • ყოველკვირეულად შემოსული საკითხების გაანალიზება და მათ საფუძველზე თვიური აკუმულირებული ანგარიშის მომზადება/მონაცემების ანალიტიკა და წარდგენა/პრეზენტაცია უშუალო ხელმძღვანელისთვის/საჭიროების მიხედვით სხვა დეპარტამენტებისთვისაც;
  • პროდუქტის/პროცესის განვითარების შესაბამის ეტაპზე სპეციალისტის მიერ User Acceptance Test პროცესში მონაწილეობა კლიენტების პრობლემების და პრეტენზიების მიმართულებით გამოცდილების გათვალისწინებით და მათი მინიმიზაციისთვის;
  • განყოფილების და პოზიციის ფუნქცია-მოვალეობებთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობა.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ან მარკეტინგის მიმართულებით);
  • აუცილებელია საბანკო ან სხვა შესაბამის საფინანსო სფეროში მუშობის მინ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ბანკის პროდუქტების/პროგრამების/პროცესების პროფესიულ დონეზე ცოდნა;
  • იმავე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი პროფესიულ დონეზე: ქართული, ინგლისური, რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2021 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

საბანკო
საბანკო(ზოგადი)