არქიტექტორი ბათუმში
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
29 ნოე - 11 დეკ
პრიოსტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია სიტა 2016 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებელო ბაზარზე და მისი საქმიანობა 3 ძირითადი მიმართულებით განისაზღვრება. კომპანია დამკვეთებს სთავაზობს მაღალი ხარისხის სამშენებლო-სარემონტო მომსახურებას, სამშენებლო პროექტების მართვას და უძრავი ქონების განვითარებას.

 

კომპანია სიტა ახორციელებს მშენებარე საერთაშორის ბრენდის მქონე სასტუმროსა და საცხოვრებელი აპარტამენტების პროექტის მართვას. გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს ჯგუფს არქიტექტორის პოზიციაზე, ქალაქ ბათუმში.

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს პროფესიონალ გუნდთან ერთად;
  • პროფესიული ზრდისა და განვითრების შესაძლებლობას;
  • საბონუსე სისტემას შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.

 

 

ძირითადი ფუნქციები:

  • საპროექტო დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა, ანალიზი და შეფასება პროექტის მსვლელობის ნებისმიერ ეტაპზე;
  • არქიტექტურული  ნახაზების რევიზია და ოპტიმიზაცია;
  • პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
  • ეფექტური ურთიერთობა კონტრაქტორების არქიტექტურულ ჯგუფებთან;
  • აქტიური ჩართულობა პროექტის ბიუჯეტის შემუშავების პორცესში;
  • კონსულტაციების მიღება პროექტის მონაწილე სხვა დისციპლინების სპეციალისტებისგან;
  • საესკიზო პროექტებისა და არქიტექტურული კონცეფციების შესრულება;
  • არქიტექტურული ობიექტის ესკიზური პროექტის საფუძველზე სამუშაო პროექტის ნახაზის შესრულება;
  • არქიტექტურულ ობიექტზე აზომვითი სამუშაოების შესრულება;
  • საპროექტო კომერციული წინადადებებისა და რეპორტების მომზადება;
  • პროექტის ვადებისა და ბიუჯეტის დაცვა;
  • პროექტში გამოსაყენებელი მასალის მოთხოვნილი ხარისხის განსაზღვრა;
  • აქტიური მონაწილეობის მიღება სატენდერო პროცესში;
  • რეგულარული ობიექტის ვიზიტების მოწყობა/პროექტის პროგრესის კონტროლი.

 

 


მოთხოვნები პოზიციის მიმართ:

  • უმაღლესი განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ArchiCAD-ისა და AutoCAD-ის მაღალ დონეზე ცოდნა, Revit (ძალიან სასურველია);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ნორმატიული/სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მოთხოვნების ცვლილებების კონტროლი;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • ინიციატიურობა.


 


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელქტრონულ მისამართზე: hr@sita.ge არაუგვიანეს 2021 წლის 10 დეკემბრისა. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

სამშენებლო, უძრავი ქონება
არქიტექტორი