საინფორმაციო სამსახურის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
24 ნოე - 11 დეკ
ექსკლუზივი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

USA2GEORGIA აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-შაბათი)

ანაზღაურება: 1000 ლარი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

 

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, მომხმარებლებთან ელ-ფოსტით და სატელეფონო კომუნიკაცია;
  • მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა, მათი საჭიროებებისა და პრობლემების სწორად განსაზღვრა და სწრაფი რეაგირება;
  • საკითხის საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამის სამსახურებთან კომუნიკაცია;
  • კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის  გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება;
  • ქართულ ენაზე გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

 

შერჩევის ეტაპები:

  • გასაუბრება;
  • ტესტირება.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ  რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career.usa2georgia@gmail.com  2021 წლის 10 დეკემბრამდე.

გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

მარკეტინგი, რეკლამა, PR
კლიენტთა მომსახურება