პოს-ტერმინალების ინჟინერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 900 - 900+ ბონუსი
  • 1 - 2 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
24 ნოე - 24 დეკ
ექსკლუზივი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის Penki kontinentai-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას ( www.bs2.ge ), რომელიც სპეციალიზირდება საბანკო ტექნოლოგიებსა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების სფეროში, საბანკო გარემოსა და საგადასახადო სისტემებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვაში, საბანკო აღჭურვილობის გაყიდვასა და ინტეგრაციაში. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. მათი პროგრამული გადაწყვეტები და მომსახურება ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრის 77 ქვეყანაში. საქართელოში“ბს/2 ჯორჯია“ წარმოდგენილია 6 სერვის ცენტრითა და 60-ზე მეტი თანამშრომლით.

თბილისი

პოზიცია: პოს-ტერმინალების ინჟინერი



მოვალეობა:

  • საჭირო აპარატურის ობიექტზე მიტანა და მისი ადგილზე ტექნიკურად გამართვა;

 

მოთხოვნები:

  • გარკვეული ცოდნა IT სფეროში;
  • სულ მცირე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ენების ფლობა: ქართული და რუსული კარგად;
  • პატარა ძრავიანი ავტომობილის ფლობა;
  • ქ. თბილისის ქუჩების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ახალი ცოდნისა და პაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების უნარი.

 

ანაზღაურება - 900 ლარი (+ ავტომობილის იჯარა)

 

   ბს/2 ჯორჯია გთავაზობთ:

  • თქვენი მოლოდინის დამაკმაყოფილებელ ფინანსურ პირობებს, დამატებით სტიმულს და შესაძლებლობებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად (ტრენინგები, მივლინებები და ა.შ.);
  • მუშაობას თანამედროვე, სტრატეგიულად განლაგებულ ოფისში;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას, სატელეფონო საუბრის ულიმიტო პაკეტს;
  • მუშაობას მეგობრულ კოლექტივში;
  • ტრადიციულ ღონისძიებებს და მოგზაურობას, კომპანიის თანამშრომლებისათვის.

 

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით რუსულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr.ge@bs2.Lt

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ აღნიშნული ვაკანტური პოზიციის დასახელება.

შპს „ბს/2 ჯორჯიას“, მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია და შეინახოს 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!

ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება