მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
22 ნოე - 11 დეკ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

AWARD ჰოლდინგი წარმოადგენს სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტის მქონე კომპანიათა გაერთიანებას, მაგრამ უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება სამშენებლო მიმართულებას.  დღესდღეისობით ჰოლდინგი 7 შვილობილ კომპანიას აერთიანებს.  დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ევორდ ჰოლდინგის გუნდში ვეძებთ პიროვნულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებულ მარკეტინგის მენეჯერს.

                                                                                                       

მუდმივი სამუშაო ადგილი:                         თბილისი, მარი ბროსეს ქ. #6

სამუშაოს ტიპი:                                             სრული განაკვეთი (10:00-19:00 სთ)

 

მოვალეობები:

  • ბაზრის კონკურენტული ანალიზი, შესაბამისი მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა, დამტკიცება და შესრულება;
  • ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ბრენდების განვითარებისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
  • გაყიდვების გუნდთან აქტიური კოორდინაცია და ჰოლდინგში შემავალი კომპანიების სერვისების გაყიდვის ხელშეწყობა;
  • კომპანიის გრაფიკოს დიზაინერთან ერთად სარეკლამო - საინფორმაციო მასალებისთვის (ფლაერები, ბუკლეტები, პრეზენტაციები, სტიკერები და ა.შ) დიზაინის შექმნაში მონაწილეობა;
  • საკომუნიკაციო არხებში, მათ შორის ციფრულ საკომუნიკაციო არხებში განსათავსებელი მასალის შექმნაში მონაწილეობა, სოციალური მედია მენეჯერის მიერ შემოთავაზებული კონტენტის რევიზია/დამტკიცება;
  • ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს-ადმინისტრირების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა ან/და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • კრეატიულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას და სხვა;

 

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილების ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@award.ge.

 

შენიშვნა:  არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 10/12/2021.

გისურვებთ წარმატებას!

მარკეტინგი, რეკლამა, PR
მარკეტინგის მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი, ბათუმი, სხვა, საზღვარგარეთ
თბილისი, ბათუმი, სხვა, საზღვარგარეთ
თბილისი, ბათუმი, სხვა, საზღვარგარეთ
თბილისი, ბათუმი, სხვა, საზღვარგარეთ