სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი-პროექტ მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2 - 3 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
02 დეკ - 21 დეკ
პრიოსტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:
მისამართი: ნუცუბიძის 201

სამშენებლო-სარემონტო კომპანია „დეკოლაინი“ ახალგაზრდა, დინამიური და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული ორგანიზაციაა. იგი საქართველოს ბაზარზე 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიის საქმიანობა არ შემოიფარგლება სამუშაოთა ვიწრო სპექტრით და გთავაზობთ მრავალმხრივ მომსახურებას: არქიტექტურაში, მშენებლობაში, რემონტსა და დიზაინში. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.

კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მენეჯმენტისა და მულტიტასკინგის უნარების ქონა.

 

კომპანია აცხადებს ვაკანსიას  პოზიციაზე სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი-პროექტ მენეჯერი

 

მნიშვნელოვანი ფუნქციები და მოვალეობები:

  • სამუშაოთა გეგმა-გრაფიკის მომზადება
  • კონტრაქტორებთან მოლაპარაკების წარმოება
  • პროექტისთვის საჭირო მასალების შესყიდვის დაგეგმვა-კორდინირება
  • პროექტისთვის საჭირო რესურსების წინასწარი დაგეგმვა (შრომითი რესურსები, მანქანა-მექანიზმები, ხელსაწყოები და დროებითი ნაგებობები)
  • ყოველკვირეული სამუშაო გეგმის მომზადება
  • სამუშაოთა მიმდინარეობის ყოველდღიური მონიტორინგი
  • დაგეგმილი სამუშაოდან გამომდინარე მომდევნო პერიოდის ბიუჯეტის მომზადება
  • მოლაპარაკების წარმოება
  • ყოველთვიური ფორმა #2-ის მომზადება.

 

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

  • პროექტის დაგეგმვის, ორგანიზების და მართვის უნარი
  • მოლაპარაკებების წარმართვის და მაღალი დონის შეხვედრების მართვის უნარი
  • დროის ეფექტური მართვისა და ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • სტრესის მართვის უნარი
  • რამდენიმე საქმის ერთდროულად და ეფექტურად წარმართვის უნარი
  • ხარისხზე ორიენტირებულობა
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • აუცილებელია იცოდეს ნახაზის კითხვა

 

პიროვნული თვისებები:

  • მოტივირებული;
  • კომუნიკაბელური;
  • დისციპლინირებული/პუნქტუალური;
  • პასუხისმგებლიანი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი. 

 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე:
cv@decoline.ge

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ელ. წერილის სათაურში ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ იქნება განხილული.

 

გისურვებთ წარმატებებს!

სამშენებლო, უძრავი ქონება
სამშენებლო პროექტების მართვა