საწყობის ზედამხედველი გუდაურში
გუდაური
  • სრული განაკვეთი
07 დეკ - 22 დეკ
პრიოსტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

დასახელება:   საწყობის ზედამხედველი

ადგილმდებარეობა გუდაური

ანგარიშვალდებულება:  შესყიდვების მენეჯერი

 

დამატებითი ბენეფიტები:

 

კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს საცხოვრებელი ადგილით და კვებით

 

პოზიციის აღწერილობა

უზრუნველჰყოს საწყობში არსებული ერთეულების უსაფრთხო და დაცული მდგომარეობა. დროულად და ორგანიზებულად მართოს საწყობიდან გამოსულ ერთეულებთან დაკავშირებული საკითხები. გაუწიოს დახმარება შესყიდვების მენეჯერს ყოველდღიურ საქმოანობაში. აწარმოოს სასტუმროს მომარაგების მიღება.

 

ფუნქცია-მოვალეობები

  • პასუხისმგებელია საწყობში არსებულ მთელ მარაგზე და სხვადასხვა ობიექტებზე გაცემული საქონლის სიზუსტეზე. 
  • პასუხისმგებელია საქონლის შესაბამისი შენახვის პირობების უზრუნველყოფაზე, მათ შორის სანიტარული ზომების, ტემპერატურის, ბრუნვის და საწყობის ტერიტორიისა და აღჭურვილობის დაცვასა და გამართულად მუშაობაზე.  
  • მიღებული საქონელი დაუყოვნებლივ შეინახოს შესაბამის ადგილას.
  • შეამოწმოს ყველა მიწოდებები, რათა დარწმუნდეს მათ სიზუსტეში. 
  • შეამოწმოს ერთეულები მოწოდებისას შესაძლო დაზიანებაზე (მაგ. გატეხილი ბოთლები).
  • დარწმუნდეს, რომ საწყობი საიმედოდ არის დაკეტილი და ყველა ელექტრო მოწყობილობა (გამათბობელი, კომპიუტერი, ა.შ.) გამორთული წასვლამდე. 
  • მომწოდებლებისგან მიიღოს დღგ-ის ელექტრონული ფაქტურები საქართველოს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის www.rs.ge მეშვეობით და განახორციელოს მათი დამოწმება.
  • შეამოწმოს მიღებული საქონელი შესყიდვის მოთხოვნის თანახმად და შეადაროს ინვოისის დანართში არსებული დასახელებები ფიზიკურად მიღებულ საქონელს შეკვეთის რაოდენობის, ხარისხის და ბრენდის კატეგორიის მიხედვით.         

 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gudaurilodge.ge 2021 წლის 22 დეკემბრამდე, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი