გაყიდვების მენეჯერი ბაკურიანში
ბაკურიანი
  • სრული განაკვეთი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური
27 ნოე - 11 დეკ
პრიოსტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ახალაშენებული აპარტ-სასტუმრო Archi Kokhta Bakuriani, გახსნის თარიღი იანვარი 2022, აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების მენეჯერის  პოზიციაზე.

 

გაყიდვების მენეჯერი პასუხისმგებელია აპარტ-სასტუმროს ოთახების რეალიზაციის დაგეგმვა და პოტენციური მომხმარებლის მოზიდვის სტუმილირებაზე;  მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაციით, სასტუმროს გამორჩეული ასპექტების წარმოჩინებითა  და ეფექტური შეთავაზებებით, უნდა უზრუნველყოს გაყიდვების ზრდა; სტუმართა კმაყოფილებით, კი შეინარჩუნოს აპარტ-სასტუმროს მაღალი რეიტინგი. 


ძირითადი მოვალეობები

  • აპარტ სასტუმროს გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელობა;
  • ბაზრის ტენდენციების მოკვლევა, კონკურენტის პროდუქტის, ფასისა და ყველა სეზონზე მომხმარებლის მოთხოვნების ცოდნა;
  • ბაზარზე სეზონური ტენდენციების ცვლილებაზე სწრაფი რეაგირება და ახალი სტრატეგიის დასახვა;
  • რეალიზაციის გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმის შემუშვება;
  • პოტენციური მომხმარებლის მოზიდვა, საკონტაქტო პირების ბაზის მუდმივად განახლება და გაფართოება, მომხმარებლებთან ურთიერთობების განვითარება და შენარჩუნება;
  • შემოსავლების გაზრდის მიზნით, ახალი შესაძლებლობების ძიება;
  • რეალიზაციის წლიური ბიუჯეტირება და ყოველთვიური შემოსავლების მიღების მონიტორინგი;
  • სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, მომსახურების მაღალი სტანდარტისა და კმაყოფილების უზრუნველყოფა;
  • დეპარტამენტის თანამშრომლების შერჩევაში ჩართულობა, მათი სწავლება და გადამზადება;

 

საჭირო უნარები

  • გუნდური მუშაობისა და გაყიდვების გუნდის მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც წერითი ისე ვერბალური;
  • პროდუქტის გაყიდვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნებისა და შედეგებზე ორიენტირებულობის უნარი;
  • სტრესული სიტუაციების მართვისა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული;

 

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:

  • მინიმუმ ორწლიანი ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • სასტუმროს ან დაახლოებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
  • სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და დინამიურ სამუშაო გარემოს
  • სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც მიმართულიათანამშრომლის განვითარებაზე
  • საჭიროების შემთხვევაში სამუშაო ადგილზე საცხოვრებელი ბინითა და კვებით უზრუნველყოფას

 

 

 

თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hotels@coredeal.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (გაყიდვების მენეჯერი)

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 10 დეკემბერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი