ექთანი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
22 ნოე - 21 დეკ
პრიოსტარტი
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

‘’სს ევექსის ჰოსპიტლები’’ აცხადებს ვაკანსიებს ექთნის პოზიციაზე ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში .

‘’სს ევექსის ჰოსპიტლები’’ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

განყოფილებები:

  • პალატის მედდა ნევროლოგიის,კარდიოლოგიის განყოფილებაში ;
  • ანესთეზიის განყოფილება ;
  • რეანიმაციის განყოფილება /კოვიდ რეანიმაცია;
  • ქირურგიული განყოფილება ;
  • საოპერაციო განყოფილება ;

სამუშაო გრაფიკი: 8სთ სტანდარტული კვირაში 5 დღე ; 16/24 სთ მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს ;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
  • საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
  • საექთნო დოკუმენტწარმოება;
  • შიდა უწყვეტ საექთნო განათლების სქემაში მონაწილეობა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა კანდიდატმა წამროადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი:
  • პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ან სტუდენტის ცნობა;
  • უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა III სემესტრიდან;
  • პროფესიული კოლეჯის ბებია-ქალის დიპლომი 3 წლიანი სტაჟის შემთხვევაში ექთნის პოზიციაზე, ან გადამზადების სერთიფიკატი.
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება;

 

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს : https://evexhospitals.ge/ka/vacancy/eqtani---ibokerias-saxelobis-sauniversiteto-hospitalshi/604

მონაცემების მიღების ბოლო ვადაა: 20 დეკემბერი, 2021

„სს ევექსის ჰოსპიტლები“ მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
სამედიცინო
მედდა