ტექნიკური ზედამხედველობის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური
22 ნოე - 22 დეკ
პრიოსტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

m² უკვე 15 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.

გადადი ბმულზე და გაიგე მეტი კომპანია m² - ზე.

ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და   შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდი m²  -ის გუნდს!

 

 

m² აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის ტექნიკური ზედამხედველობის მენეჯერის თანამდებობაზე.

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მშენებლობაზე დაგეგმილი და შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და მოცულობის შეფასება;
  • ყოველკვირეული ანგარიშგების მომზადება მშენებლობის პროგრესის შესახებ, შესრულების ვადების შედარება მშენებლობის დადგენილ გრაფიკთან;
  • ობიექტზე ინსპექტირების ორგანიზება და მართვა, შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება;
  • მშენებლობის/რემონტის კლიენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი და უზრუნველყოფა;


 


სავალდებულო  საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სამშენებლო ინჟინერია, არიქტექტურა);
  • Cad (AutoCAD; ArchiCAD) პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
  • სამშენებლო ობიექტის ზედამხედველობის გამოცდილება;
  • სამშენებლო/დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

 

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Office;
  • სამშენებლო–ტექნიკური ნორმები, წესები და სტანდარტების ცოდნა;
  • პროექტებისა და ხარისხის მართვის გამოცდილება;
  • აზრის გასაგებად და არგუმენტირებულად გამოხატვის უნარი;
  • პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა

 

 

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m² - ის გუნდს, გთხოვთ 21 დეკემბერი  გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge  და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ტექნიკური ზედამხედველობის მენეჯერი“

სამშენებლო, უძრავი ქონება
უბნის ზედამხედველი/პრარაბი