სერვის ცენტრის გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
02 დეკ - 22 დეკ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ,,აპოტრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს, პირველივე წლებში კომპანიამ მოიპოვა ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია ავტონაწილებისა და საავტომობილო ზეთების ბაზარზე. 2020 წლიდან კომპანიის პროფილი გაფართოვდა და სერვისის მიმართულებით განაგრძო განვითარება.

 

კომპანია ,,აპოთრეიდინგი”  აცხადებს ვაკანსიას  სერვის ცენტრის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

 

ფუნქცია მოვალეობები:

  • სერვის ცენტრის სამუშაო პროცესის დაგეგმვა და მისი კონტროლი,
  • კლიენტებისათვის სერვისის მომსახურების გაწევის კოორდინირება და მონიტორინგი,
  • სერვისცენტრში კლიენტების  მაღალი სტანდარტით მომსახურების უზრუნველყოფა,
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათი სამუშაოს კოორდინირება, შესასრულებელი სამუშაოს ზედამხედველობა,
  • სერვისცენტრის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების სფეროში.
  • საავტომობილო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება,
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კარგ სამუშაო დონეზე.
  • MS პროგრამების ცოდნა.

 

უნარ–ჩვევები:

  • მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
  • თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
  • გამართულად მეტყველების უნარი
  • წერითი კომუნიკაციის უნარი
  • მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა
  • ინიციატორი

 

სამუშაო  ადგილი  -  თბილისი, ბელიაშვილის ქ. 115

ანაზღაურება:  გამოცდილების მიხედვით

სამუშაო პირობები:    სრული განაკვეთი

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: ramaz.odishelidze@rheinol.ge   და სათაურის ზოლში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ავტო-მოტო სერვისი
სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი