პროექტის მენეჯერი ფოთში

თარიღები: 22 ნოემ - 21 დეკ
მდებარეობა: ფოთი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 5 - 7 წლამდე
ენები: ინგლისური
ელ. ფოსტა: vacancy@primeconcrete.ge
სამშენებლო, უძრავი ქონება:  სამშენებლო პროექტების მართვა

სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

 

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს. 

 

კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge

პოზიციის დასახელება: პროექტის მენეჯერი

 

პროექტის დასახელება:

2 ერთეული 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა ქ. სენაკში და ქ. ფოთში.

 

დამკვეთი: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

პოზიციის მდებარეობა: ქ. ფოთი

 

პროექტის აღწერილობა:

პროექტი მოიცავს თანამედროვე სტილის, ორსართულიანი შენობის მშენებლობას. სამუშაოები მოიცავს და არ შემოიფარგლება:

  • ტიპიური პროექტის ადაპტაციას მიწის ნაკვეთთან მიმართებაში (არქიტექტურა, ვერტიკალური გეგმარება, გეოლოგია, გარემოზე ზემოქმედების ანგარიში);
  • ხარჯთაღრიცხვის დაკონკრეტება და პროექტის ექსპერტიზის დასკვნის მოპოვებას;
  • შენობის მშენებლობა, რომლიც მოიცავს  საძინებელ და სათამაშო ოთახების, გასახდელების, ბუფეტის, საკუჭნაო  ოთახის, დარბაზის, პროდუქტების შესანახი  ოთახის, ექიმის, ადმინისტრაციის, ჭურჭლის  სარეცხი ოთახის, სამზარეულოს, ლიფტის, საევაკუაციო  კიბის და ასევე საქვაბე ოთახის მოწყობას;
  • პროექტი ითვალისიწინებს საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობას, გათვალისწინებულია გასართობი ატრაქციონების, სათამაშო ქვიშის მოედნების, საქანელების, ეზოს სკამების, სასრიალოების, საჩრდილობელი ფანჩატურების, ნაგვის ურნებისა და სასმელი წყლის შადრევნების (ე.წ სოკოს) მოწყობა.
  • პროექტი ასევე მოიცავს შენობის საინჟინრო ქსელების მოწყობას: წყალსადენ-კანალიზაცია, ელექტრობა, სუსტდენიანი სისტემა, გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია და ა.შ.

 

პროექტის კონტრაქტის ტიპი:

პროექტირება & მშენებლობა  ე.წ. Design & Build პრინციპთან მიახლოებული

 

პროექტის მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტის განხორციელების დეტალური გეგმის შემუშავება;
  • დროითი, ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების დაგეგმვა, უზრუნველყოფა, კოორდინაცია;
  • შეთანხმებული გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმების მიხედვით სამუშაო პროცესის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარება;
  • ბიუჯეტის შეთანხმება და ბიუჯეტის შესაბამისად დანახარჯების კონტროლი;
  • ფულადი სახსრების მოძრაობის დაგეგმვა და ეფექტური კონტროლი;
  • პროექტის დამკვეთთან , ინჟინერთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობების დამყარება და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • პროექტის კონტრაქტის მენეჯმენტი, ე.წ. მოთხოვნების მენეჯმენტი, სამშენებლო კონტრაქტების დამახასიათებელი წერილობითი კომუნიკაციის წარმოება;
  • პროექტების შესრულების ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი და უზრუნველყოფა;
  • ყოველკვირეული / ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება პროგრესის შესახებ, შესრულების ვადების და ხარისხის შედარება დადგენილთან;
  • ქვე-კონტრატორების და მომწოდებლების შერჩევა, დაკონტრაქტება, მათი საქმიანობის კონტროლი და შეფასება.

 

მოთხოვნილი კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება (მშენებლობა, პროექტირება - არქიტექტურა)
  • Microsoft Project - ის სრულყოფილი ცოდნა
  • Microsoft Excel - ის სრულყოფილი ცოდნა
  • CAD (AutoCAD, ArchiCAD) პროგრამების ცოდნა
  • პროექტის ფინანსების ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • პროექტის მენეჯმენტის სერტიფიცირებული კურსი (დასრულებული ან მიმდინარე კურსი)

 

უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვისაც აქვს შემდეგი გამოცდილება:

  • სამშენებლო პროექტებში პროექტის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება არაუმცირეს 2 წელი ან /და
  • სამშენებლო პროექტებში მუშაობის არაუმცირეს 5 წლის გამოცდილება, რომელიც მოიცავდა სამოქალაქო ნაგებობების პროექტირებას, მშენებლობას, გარე და შიდა მოპირკეთების სამუშაოებს

 

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

  • მოლაპარაკების პროცესის  სრული მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამოწვევებთან გამკლავების სურვილი.

 

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2021 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით ელ. მისამართზე: vacancy@primeconcrete.ge . სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.

 


მსგავსი განცხადებები
Hospitality მიმართულების ტექნიკური პროექტ მენეჯერი

GT Group


26 ნოემ - 24 დეკ

Plant Manager & Civil Engineer

HH Recruitment


29 ნოემ - 07 დეკ

Project Manager

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია


15 ნოემ - 05 დეკ

ინფრასტრუქტურული პროექტის მენეჯერი

AWARD


10 ნოემ - 05 დეკ

ობიექტის მენეჯერი/საქმეთა მწარმოებელი

ვიკონ გრუპი


22 ნოემ - 20 დეკ

პროექტ მენეჯერი

ბაუმერი


17 ნოემ - 16 დეკ

პროექტის მენეჯერი

აპარტ შოურუმი


29 ნოემ - 25 დეკ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV