ყვავილების მაღაზიის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
24 ნოე - 22 დეკ
პრიოსტანდარტი
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

LovelyRoses.ge აცხადებს ვაკანსიას ყვავილების მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე, სტუდენტებზე მორგებული გრაფიკით

 

 

რას გთავაზობთ:

  • მეგობრულ და სასიამოვნო ატმოსფეროს ყვავილების გარემოცვაში
  • პროფესიონალების გუნდში მუშაობის გამოცდილებას
  • ბიზნეს კორესპონდენციის უნარების დახვეწას
  • ერთდროულად ბევრი დავალების შესრულების გამოცდილებას
  • პროცესის მართვაში თავდაჯერებულობის გამომუშავებას

 


სამუშაოს აღწერა

  • შეკვეთების მიღება ტელეფონით, სოციალური ქსელებით, სხვადასხვა ჩატებითა და ელ-ფოსტით
  • შეკვეთების გადაცემა ფლორისტებისთვის მოსამზადებლად და კურიერებისთვის - მისატანად
  • შეკვეთის სტატუსის ცვლილება სისტემაში
  • სხვადასხვა ადმინისტრაციულ/საოფისე საკითხებში დახმარება  - მთელი სამუშაო დროის დაახ. 10%

 

 

მოთხოვნები

  • მულტითასქინგი – ხშირად ასეთია სამუშაოს რეალური სახე - არ გაქვს დრო რომ დაასრულო ერთი საქმე, ისე უნდა დაიწყო მეორე. ამიტომ თუ თქვენს ცხოვრებაში ბევრ რამეს ერთდროულად უმკლავდებით, აქაც მარტივად გამოგივათ
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა  – თუ დავალება თქვენ მოგეცათ, თქვენ ხართ მასზე პასუხისმგებელი და თქვენ უნდა აკონტროლოთ ის საკითხი მომავალშიც
  • მეგობრულობა - ჩვენი ატმოსფერო ძალიან მეგობრულია, ამიტომ ვეძებთ ისეთ კანდიდატს, რომელიც მეგობრული, ღიმილიანი და მხიარული იქნება
  • სწრაფად ფიქრი და კეთება  - ჩვენ ყველა საკმაოდ სწრაფად ვმუშაობთ, ამიტომ გვჭირდება კანდიდატი, რომელიც ამ რეჟიმს ფეხს აუწყობს
  • დამოუკიდებლობა – ხშირად მოგიწევთ იმის მოფიქრება, რას გააკეთებთ და როგორი იქნება თქვენი მომდევნო ნაბიჯი (ჩვენც რა თქმა უნდა გვერდით ვიქნებით და დაგეხმარებით, მაგრამ ინიციატივა თქვენგან უნდა მოდიოდეს)

 

 

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4-5 დღე, 09 საათიდან 17 საათამდე (დილის ცვლა) ან 16 საათიდან 00 საათამდე (საღამოს ცვლა). მენეჯერებს შორის შესაძლებელია სამუშაო დღეებისა და ცვლების შეთანხმება.

გაითვალისწინეთ, რომ საწყის ეტაპზე, ახალმა კანდიდატმა უნდა შეძლოს დილის ცვლაში მუშაობა 2-3 კვირის განმავლობაში მაინც, რათა ისწავლოს სამუშაო დეტალები და შეეჩვიოს გარემოს. შემდგომ კი შეუძლია საღამოს ცვლაში მუშაობაც შეათანხმოს.

 

დღიური ანაზღაურება: 30 ლარი (ხელზე ასაღები ოდენობა);

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვერა, ღამბაშიძის 10.

 

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე:https://forms.gle/hdgJnusRKncLFqPW9

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
გაყიდვები
ფილიალების ქსელი