ადმინისტრაციული მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1500
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
25 ნოე - 19 დეკ
პრიოსტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

წყლის სისტემების საინჟინრო კომპანია “VORTEX Water Engineering” 2019 წლიდან მუშაობს საქართველოს ბაზარზე. მისი გუნდის წევრების მრავალწლიანი და თანამედროვე ნორმებზე დაფუძნებული გამოცდილება კომპანიის წარმატებისა და აქტიური განვითარების საფუძველია.

 

კომპანია “VORTEX Water Engineering” აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00

ანაზღაურება:1000- 1500 ლარი (ცოდნის, უნარების, და გამოცდილებების შესაბამისად)   

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ყოველდღიური ოპერაციების მართვა
  • ERP სისტემის მართვა
  • ლოჯისტიკასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.
  • კომპანიის მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით უზრუნველყოფა.
  • საჭიროების შესაბამისად, დამატებითი ადმინისტრაციული საქმიანობების შესრულება.
  • პარტნიორ კომპანიებთან  მოლაპარაკებების წარმოება და საჭიროების შემთხვევაში პრობლემური საკითხების მოგვარება.
  • კომპანიის ერთიანი  საქმისწარმოება (დოკუმენტების  გაფორმება, ხელშეკრულების გაფორმება რეგისტრაცია, გაუქმება,  და ა.შ) დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად.


 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ხარისხიანი უმაღლესი ტექნიკური ან ბიზნეს განათლება.
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად.   
  • ინგლისური და რუსული  ენების მაღალ დონეზე ფლობა, ვერბალური და წერილობითი.
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
  • კომპიუტერული უნარები

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • საქმის მიმართ ორგანიზებული დამოკიდებულება
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი

 

კომპანია გთავაზობთ:

  • მზარდ ანაზღაურებას
  • მზარდ და თანამედროვე გუნდთან თანამშრომლობას
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს

 

ჩვენი მოწყობილობების მომწოდებლები არიან მსოფლიოს საუკეთესო წყლის სისტემების ინჟინერიის და ანალიტიკის კომპანიები - KROHNE, HACH, Culligan, ATB Water, Pentair, In-Situ, და სხვა. 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ    გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hrcentervacancies@gmail.com

გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

* გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი
მსგავსი განცხადებები
თბილისი