კორპორატიული გაყიდვების აგენტ-სტაჟიორი
თბილისი
  • სტაჟირება
  • პროფესიული კოლეჯი
  • ინგლისური,რუსული
19 ნოე - 11 დეკ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

AWARD ჰოლდინგი წარმოადგენს სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტის მქონე კომპანიათა გაერთიანებას, მაგრამ უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება სამშენებლო მიმართულებას.  დღესდღეისობით ჰოლდინგი 7 შვილობილ კომპანიას აერთიანებს.  დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ევორდ ჰოლდინგის გუნდში ვეძებთ კორპორატიული გაყიდვების აგენტ-სტაჟიორს.

 

ადგილების რაოდენობა:                               1

მუდმივი სამუშაო ადგილი:                          თბილისი

სამუშაოს ტიპი:                                         მოქნილი გრაფიკი

 

სტაჟირების პირობები:

  • სტაჟირება მოიცავს მონაწილეობას ისეთ აქტივობებში, როგორებიცაა: ჰოლდინგში შემავალი კომპანიების B2B გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა, პოტენციური ბიზნეს-პარტნიორების მოძიება და ბაზის შექმნა, მათი მოთხოვნების/საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე მორგებული სერვისების შეთავაზება, მათთვის სერვისის განსაკუთრებული მახასიათებლებისა და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა, მოლაპარაკების პროცეში ჩართულობა, ხელშეკრულებების გაფორმება, მათთან პოზიტიური საქმიანი ურთიერთობის დამყარება შენარჩუნება და სხვა.
  • სტაჟირება 6 თვიანია. სტაჟირების პირველი თვე არა ანაზღაურებადია. 1 თვის შემდგომ სტაჟიორის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრება 300 (net) ლარის ოდენობით.
  • სტაჟიორს ვთავაზობთ მაქსიმალურად მოქნილი გრაფიკს. გამოცდების, შუალედური წერისა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობების დროს მხარდაჭერას.
  • იდენტურ ან მონათესავე პოზიციაზე სტაჟირების გამოცდილების ქონა ჩაითვლება უპირატესობად.

 

 

აუცილებელი მოთხოვნები:                                  

  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება მარკეტინგის, კომუნიკაციების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროში;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების (როგორც ვერბალური, ისე წერითი ნაწილი) მაღალ დონეზე ფლობა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

 

შერჩევის პროცესი:

  • I ეტაპი- გასაუბრება კომპანიის ადამიანური რესურსების მართვისა და მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, სატესტო დავალების შესრულება.
  • II ეტაპი- გასაუბრება კომპანიის დამფუძნებლებთან.

 

თუ თვლით, რომ აღნიშნული მიმართულებით სტაჟირება თქვენთვისაა და გსურთ მიიღოთ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი, თუ რატომ გსურთ ჩვენს კომპანიაში სტაჟირების გავლა, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@award.ge.

 

შენიშვნა:  არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

 

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 10/12/2021.

გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
გაყიდვების აგენტი,
კორპორატიული კლიენტები (B2B)