ქვემო ქართლის წარმომადგენლობის ტექნიკოსი რუსთავში
რუსთავი
  • სრული განაკვეთი
  • მართვის მოწმობაB
24 ნოე - 19 დეკ
პრიოსტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: 0322 303 308

სს ოპპა ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა ელექტრონული საფულე www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად! სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ქვემო ქართლის წარმომადგენლობის ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქვემო ქართლი-რუსთავი.

 

პოზიციის მიზანი:

  • ქსელში არსებული ტერმინალების ტექნიკური მომსახურება.

 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • ქსელში არსეული ტერმინალების გამართულად, შეფერხების გარეშე მუშაობის უზრუნველყოფა;
  • მათი სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • ტერმინალის გამართულად მუშაობის მონიტორინგი, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დიაგნოსტიკა და მისი დროულად აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
  • უსაფრთხოების ინსტრუქციის ზედმიწევნით შესრულება;
  • ტექნიკური პრობლემების ყოველდღიური აღრიცხვა და ანგარიშის მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის

 

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ვინდოუსის და ლინუქსის საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • უძრავი ქონებით უზრუნველყოფა;
  • დაბალლიტრაჟიანი ავტომობილის ფლობა;
  • მართვის მოწმობა - B კატეგორია;

 

უნარები:

  • გუნდურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაოს ორგანიზება;

 

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

სს “ოპპას” შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 0322 303 308.

ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება