მომმარაგებელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
19 ნოე - 16 დეკ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია /ICCA სამშენებლო ბაზარზე მოქმედმა სამშენებლო კომპანიებმა 2015 წელს დააარსეს. ასოციაციის მისიაა, დაიცვას წევრი კომპანიების ინტერესები, ხელი შეუწყოს მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, სამშენებლო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების, სტანდარტების დანერგვას, ბაზრის გაჯანსაღებასა და სამშენებლო სექტორის გრძელვადიანი განვითარების ხელშეწყობას.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში გაერთიანებული კომპანიების ძირითადი ნაწილი მსხვილ სამშენებლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე მშენებელი კომპანიებია. ასოციაცია აერთიანებს, ამავე დროს, სამშენებლო მასალების, მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიებს, სამშენებლო ტექნიკის დილერ, საზედამხედველო, საპროექტო და ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს.

 „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, ასოციაციის წევრი კომპანიისთვის - ,,სამშენებლო ლაბორატორია’’ აცხადებს მომმარაგებლის ვაკანსიას. „სამშენებლო ლაბორატორია“ დაფუძნდა 2012 წელს. კომპანიას დღემდე ასობით პროექტი აქვს განხორციელებული, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: გზების მშენებლობა/რეაბილიტაცია, ხიდების რეაბილიტაცია, სკვერების მოწყობა, ასფალტო-ბეტონის სამუშაოები, სამშენებლო-სარემონტო, სარეაბილიტაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ასევე, ლითონის კონსტრუქციების, სენდვიჩ-პანელების მონტაჟი, საიზოლაციო და სავენტილაციო

შესრულებული პროექტებიდან აღსანიშნავია სასტუმრო ,,შერატონში“ ორდონიანი საპარკინგე ტერიტორიის მოწყობა, სასტუმრო "Radisson Collection"-ში გარე ინფრასტრუქტურის მოწყობა,  სასტუმრო ,,ყვარლის ტბის“  და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (GIZ) სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ვაკის პარკის შადრევნების მოპირკეთება, ხულოს რაიონში ჰესის ხიდის და მთავარი მაგისტრალის ასფალტო-ბეტონის სამუშაოები, ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია, რიყის პარკის ქვაფენილის დაგება და ქვის მოედნის მშენებლობა.

დასაქმების ადგილი: თბილისი

 

სამუშაოს მიზანი: კომპანიისა და ობიექტების მომარაგება, საწყობებისა და მასალების კონტროლი.

 

,,სამშენებლო ლაბორატორია’’ ეძებს მომმარაგებელს, რომლისთვისაც სავალდებულოა:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი.

 

მომმარაგებლის ფუნქცია-მოვალეობებია:

  • საწყობში არსებული პროდუქციის აღრიცხვა, დასაწყობება/კონტროლი;
  • საწყობის მომარაგებისთვის დადგენილი პროცედურებისა და სამუშაო აღწერილობის შესწავლა და მისით ხელმძღვანელობა;
  • საწყობის დროულად მომარაგება შესაბამისი მასალებით პროდუქციის დაცლა-დატვირთვაში მონაწილეობის მიღება;
  • მთელი დღის მარშრუტის წინასწარ დაგეგმვა და შეთანხმება მის უშუალო ხელმძღვანელთან; 
  • შეძენილი პროდუქციის საბუთების აღრიცხვა-კონტროლი;
  • მომარაგების წინა დღეს მის უშუალო ხელმძღვანელთან, მოსამარაგებელი პროდუქციის სრული სიის განხილვა;
  • ავტომობილის ტექნიკური მხარის რეგულარულად შემოწმება და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დროული რეაგირება;
  • ტვირთის უსაფრთხოდ და დაუზიანებლად გადაადგილება;
  • მასალების ფასების მოძიება და ბაზარზე არსებული ფასების ცოდნა;
  • საწყობის აღრიცხვა, კონტროლი;
  • საწყობში მარაგების მართვა;
  • საწყობის ყოველკვირეული და ყოველთვიური აღწერა;
  • საწყობში სისუფთავის კონტროლი;
  • ადმინისტრაციულ მენეჯერთან რეპორტინგი.

 

მომმარაგებელი პასუხისმგებელია:

  • კომპანიის ბალანსზე არსებულ საწყობებზე;
  • შეძენილ მასალებსა და მათ ტრანსპორტირებაზე;
  • უსაფრთოხების ნორმების დაცვის უზრუნველყოფაზე;
  • კომპანიის შინაგანაწესის, დებულებების, მარეგულირებელი დოკუმენტების და ბრძანებების შეუსრულებლობაზე;
  • არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემაზე მესამე პირებზე.

 

უფლებები:

  • მოითხოვოს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პუნქტის დაცვა;
  • ხელმძღვანელს წარუდგინოს რაციონალიზატორული წინადადება, რომელიც თანამდებობის მიზნების განხორციელებას შეუწყობს ხელს;
  • პრობლემური და/ან საკონფლიქტო საკითხების გადასაწყვეტად მიმართოს დირექტორს/ადმინისტრაციას.

 

ექვემდებარება:

  • კომპანიის დირექტორს;

 

ანგარიშვალდებულია:

  • კომპანიის დირექტორის წინაშე;

 

შემცვლელი: საჭიროების შემთხვევაში, ნაწილობრივ შეიძლება შეცვალოს კომპანიის მძღოლმა ან რომელიმე მენეჯერმა

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო საათები: 09.30 საათიდან 18.00 საათამდე (კომპანიის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე ეს დრო შესაძლებელია შეცვლილ იქნას);
  • სამუშაო ადგილი : ობიექტი. საჭიროების შემთხვევაში ოფისი;
  • შესვენება: 14.00 საათიდან 15.00 საათამდე.

 

ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილების შესაბამისად, გასაუბრების შედეგად.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@loc.ge


განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 15 დეკემბერი, 2021 წელი.

გისურვებთ წარმატებებს!

გაყიდვები
დისტრიბუცია