ციფრული რეკლამის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
22 ნოე - 19 დეკ
ექსკლუზივი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ლიდერბეთი - აცხადებს ვაკანსიას ციფრული რეკლამის სპეციალისტის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:

  • სარეკლამო სტრატეგიის განსაზღვრა სხვადასხვა არხებისთვის - Facebook/Display;
  • სოციალური გვერდების ციფრული რეკლამის დაგეგმვა/მართვა;
  • დიზაინერებთან ერთად სარეკლამო კონტენტის წარმოება;
  • სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა;
  • კამპანიების რეკლამების დისტრიბუცია ციფრულ არხებში;
  • ციფრული სარეკლამო კამპანიების შედეგების მონიტორინგი და რეპორტინგი;

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • Facebook Ads Manager;
  • Google Analytics;
  • Programmatic Advertising;
  • ინგლისური ენა.



დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ.მისამართზე

hr@leader-bet.com აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.

 

შეტყობინება: ლიდერბეთი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიდერბეთისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

 

მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი,
რეკლამა/მედია