მთავარი მექანიკოსი თერჯოლაში
თერჯოლა
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 5 - 7 წლამდე
29 ნოე - 19 დეკ
პრიოსტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას მთავარი მექანიკოსის პოზიციაზე;

სამუშაო ადგილი: თერჯოლა;

სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული სამუშაო გრაფიკი;

ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის და გამოცდილების გათვალისწინებით;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ტრაქტორის და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დროული რემონტის უზრუნველყოფა;
  • მივლინებები დასავლეთ საქართველოს მასშტაბით;
  • ტრაქტორის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და სატრანსპორტო საშუალებების რეგლამენტით დადგენილი ღონისძიებების დროულად განხორციელების უზრუნველყოფა;
  • ტრაქტორის და სასოფლო სამეურნეო ტექნიკის ტექ. დატვალიერების და მიმდინარე გრაფიკის შედგენა;
  • ახალი ტექნიკის მიღება და მისი წარმოებაში დანერგვის უზრუნველყოფა;
  • ტრაქტორის და სასოფლო-სამეურნეო აგრეგატების რაციონალური განაწილება;
  • სასოფლო-სამეურნეო აგრეგატების გამოყენების ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზის გაკეთება, მათი გამოყენების ეკონომიკური გამოყენების ეფექტურობის უზრუნველყოფა;
  • ტრაქტორებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ჩამოწერაზედოკუმენტაციის შედგენა;
  • ტრაქტორების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და სატრანსპორტო საშუალებების (სატვირთო,სამგზავრო) მიმდინარე და კაპიტალური რემონტის შესახებ დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი სამსახურისთვის მიწოდება;
  • ტრაქტორების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე შრომის და ტექნიკური უსაფრთხოების ზომების გატარების უზრუნველყოფა;
  • საპოხი მასალების სწორი ხარჯვის აღწერა და შედარების უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის სამუშაოს სწორად გადანაწილება და შესრულების კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება მექანიზაციის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ინსტრუმენტების გამოყენების ცოდნა;
  • მანქანა-დანადგარებთან, ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;
  • მცირე გუნდის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „მთავარი მექანიკოსი“.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

წარმოება/ოპერაციები
მექანიკოსი