ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ერთ წელზე ნაკლები
24 ნოე - 17 დეკ
პრიოსტარტი
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

„მისო ლიდერ კრედიტი“ წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 28 ფილიალს და 300 ზე მეტ თანამშრომელს.

შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!


შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე

 

მდებარეობა: თბილისი:

  • გლდანი,
  • ვარკეთილი,
  • ჩუღურეთი, თამარ მეფის გამზ.

 

სამუშაო აღწერილობა:

  • ეფექტური გაყიდვების წარმოების გზით საკრედიტო პროდუქტებით დაინტერესებული კლიენტების მოზიდვა;
  • კლიენტების ბიზნესის ანალიზი/შეფასება, საკრედიტო განაცხადის მომზადება  და კომიტეტისთვის გადაგზავნა;
  • სასესხო პორტფელის მართვა.

 

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით ან სტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრი აღნიშნული მიმართულებით);
  • ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება (საბანკო, საფინანსო ორგანიზაციებში)
  • კორპორაციული ფინანსების, ფინანსური უწყისების ანალიზის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) ბაზისური ცოდნა
  • რუსული ან/და აზერბაიჯანული ენების ცოდნა (სასურველია რუსთავისა და მარნეულის კანდიდატებისთვის);

 

უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება
  • კომუნიკაბელურობა
  • გაყიდვების უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პუნქტუალურობა.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა:  2021 წლის 16 დეკემბერი.  შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე:  http://www.leadercredit.ge 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.

თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*121).

 

გისურვებთ წარმატებას!

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
საბანკო
საკრედიტო მენეჯერი,
ბიზნეს დაკრედიტება