ქოლ-ცენტრის მენეჯერის ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 2000
  • ინგლისური,რუსული
24 ნოე - 19 დეკ
პრიოსტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „მადარტ დელივერი“ სამუშაოდ გიწვევთ  ქოლ-ცენტრის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე!

 

სამუშაო ადგილი : თბილისი, ბელიაშვილის ქ.

სამუშაო გრაფიკი : სრული - კვირაში 5 დღე.

ანაზღაურება:  1000-დან 2000 ლარამდე.



ქოლ-ცენტრის მენეჯერის ასისტენტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ქოლ-ცენტრში მიმდინარე მუშა პროცესების რეგულარული კონტროლი;
  • ქოლ-ცენტრის ოპერატორების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი/კონტროლი და აღრიცხვა შეფასების სისტემაში;
  • ქოლ-ცენტრში, მუშა პროცესის სწორად და გამართულად წარმართვის მიზნით, საჭირო სტრატეგიების შემუშავება;
  • პრობლემურ მომხმარებელთან კომუნიკაცია და შეკვეთასთან დაკავშირებული ხარვეზების გამოსწორება;
  • პროგრამაში ასახული შეკვეთების მონიტორინგი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დავალებული სხვა სამუშაოების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.


ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office-ის ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.


პიროვნული თვისებები:

  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამართული და თავაზიანი მეტყველების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების  უნარი;
  • ორგანიზებულობა.


მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) : hr@mdelivery.ge  

გისურვებთ წარმატებებს!

ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი