HR მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური
28 ნოე - 18 დეკ
პრიოსტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "ემ ეს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას    ეიჩარ მენეჯერის პოზიციაზე.

"ემ ეს ჯგუფი" წარმოადგენს სამზარეულოს წვრილი ტექნიკისა და აქსესუარების, ჭურჭლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების წამყვან იმპორტიორს საქართველოში.

კომპანია 2003 წლიდან ახორციელებს ბიზნეს საქმიანობას და მომსახურებას უწევს 500-ზე მეტ წამყვან საცალო ქსელს საქართველოში.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაოს განაკვეთი: სრული.

ანაზღაურება:  შეთანხმებით.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საკადრო საქმის წარმოება (თანამშრომელთა დანიშვნა, გათავისუფლება, როტაცია, შრომითი ხელშეკრულება და სხვ.) შესაბამისი ბრძანების ფორმირება (მივლინება, სახელფასო დანამატი, ჯარიმა და ა.შ.)
  • მოთხოვნისამებრ სახელფასო ცნობის გაცემა თანამშრომლებისათვის;
  • HR მონაცემთა ბაზის/პროგრამის ადმინისტრირება;
  • საკადრო რეზერვის ფორმირება - შემოსული განაცხადების (რეზიუმე) სელექცია, ბაზაში აღრიცხვა და დახარისხება;
  • რეკრუტინგი-თანამშრომელთა შერჩევა, ტესტირების და გასაუბრებების ორგანიზება;
  • დასწრებადობის აღრიცხვა / კონტროლი - სპეციალურ პროგრამაში ყოველდღიური დასწრების ტაბელების სწორად წარმოების ზედამხედველობა;
  • მთელი კომპანიის მასშტაბით ტაბელების მომზადება ;
  • დასწრებადობის აღრიცხვის აპარატი (ტურნიკეტი) პროგრარამის ადმინისტრირება (ბარათის გააქტიურება, ბლოკირება საათების მიხედვით, ბარათის გაუქმება და ა.შ.)
  • შეფასების პროგრამა (თანამშრომლებისთვის პროგრამულად დავალების გაწერა, ვადების კონტროლი, რეპორტების წარდგენა ხელმძღვანელობისათვის მოთხოვნისამებრ;
  • სამოტივაციო / საბონუსე სისტემის შემუშავება და დანერგვის უზრუნველყოფა;
  • ბანკებთან (ახალი თანამშრომლისთვის სახელფასო ბარათის დამზადება, განაცხადის შევსება, ბარათის გააქტიურება, მიწოდება თანამშრომლისთვის);
  • სადაზღვევო კომპანიასთან (თანამშრომლის დაზღვევა/დაზღვევის გაუქმება, საოჯახო პაკეტით დაზღვევა, ბარათების განაწილება, სადაზღვევო პრემიის აღნიშვნა პროგრამაში);
  • მომსახურე სატელეფონო კომპანიები (ნომრის გააქტიურება, პაკეტის განსაზღვრა, ლიმიტის კონტროლი და ა.შ).
  • ორგანიზაციის კორპორატიული კულტურის შემუშავება;
  • სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 4 წლიანი გამოცდილება;
  • საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის კარგად ცოდნა;
  • რს-ზე მუშაობის გამოცდილება (დასაქმებულის რეგისტრაციის ჭრილში);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება.
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირულობა.
  • პუნქტუალურობა

 

 

 დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე:   hr@ms-group.ge და წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

გისურვებთ წარმატებას !

ადამიანური რესურსები
HR მენეჯერი