ხარისხის მენეჯერი
თბილისი
სამედიცინო კომპანია
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
18 ნოე - 11 დეკ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამედიცინო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მენეჯერის პოზიციაზე.

  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას #1
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 დან  - 18:00 მდე ან 09:00 დან -  17:00 მდე;

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამედიცინო დოკუმენტაციის მართლწარმოების კონტროლი საქართველოში დადგენილი საკანონმდებლო ნორმების და კლინიკის შიდა მოთხოვნების შესაბამისად
  • სამედიცინო ისტორიის შემოწმება-სრულყოფა (თანხმობები, შინაარსობრივი შესაბამისობა, ხელმოწერები და ა.შ.)
  • წინასოპერაციო დოკუმენტაციის გაცემისას არასტანდარტული მომსახურების შემთხვევა
  • გეგმიური სამედიცინო მომსახურების გაწევის პროცესში/ინტრაოპერაციული ცვლილება
  • გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისას პაციენტის შეტყობინების დახურვამდე ჩართულობა/მორფოლოგიური დასკვნის საფუძველზე განსახორციელებელი ცვლილება
  • შესრულებული სამუშაოს კონტროლი (ფორმა 100)  - სახელმწიფო დაზღვევის და სხვა კერძო სადაზღვეოებისთვის დადგენილი წესების შესაბამისად;
  • სადაო შემთხვევების არსებობისას კლინიკის მხრიდან პროცესის მართვა და დოკუმენტალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
  • ხარისხის ოქმების წარმოება
  • სამედიცინო პერსონალთან მუდმივი შეხვედრები -დოკუმენტაციის წარმოების  წესების შესახებ ( ტრენინგი; კონტორლი)
  • სამედიცინო ისტორიის კონტროლი 108 /ნ ბრძანების ფარგლებში (დაქვემდებარებულების ხელით, მათი კონტორლის მექანიზმების შემუშავება)
  • კლინიკის და მედპესონალის საქმიანობის სანებართვო პირობებთან შესაბამისაობაში ფუნქციონირების შეფასება-  კონტროლი
  • ეპიდემიოლოგიურ სამსახურთან მუშაობა; ეპიდემიოლოგიური სამსახურის შესრულებული სამუშაოს პერიოდული კონტროლი და ჩაბარება
  • რეჰოსპიტალური და გახანგრძლივებული დაყოვნების პაციენტების კონტროლი- მეთვალყურეობა
  • დადგენილებში შეტანილი ცვლილებების და სიახლეების დამუშავება, საოპერაციო საქმიანობაში გატარების უზრუნველყოფა
  • სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესების პროექტებში აქტიური მონაწილეობა;

 

აუცილებელი ცოდნა:

  • კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა (სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ ბრძანება №108/ნ; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ ბრძანება №338/ნ; საქართველოს მთავრობის დადგენილება №36);
  • სამედიცინო კლასიფიკატორების (ICD-10; NCSP) ცოდნა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

  • უმაღლესისამედიცინოგანათლება ან უმაღლესი სამედიცინო განათლება მენეჯმენტის მიმართულებით;
  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
  • ჯანდაცვის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის(subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 10 დეკემბერი.

 

მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებოსთვის და გისურვებთ წარმატებას!

 

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი  ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

სამედიცინო
სხვა (სამედიცინო)